ფეისბუკის "ვირტუალური სასაფლაო" - 50 წლის შემდეგ მომხმარებლების უმეტესობა მკვდარი იქნება

22:54 05-06-2019
188

2070 წლისთვის  ფეისბუქის მომხმარებლების უმეტესობა მკვდარი იქნება.

ფეისბუქის სერვერებზე გარდაცვლილ ადამიანებს უკვე დიდი ადგილი უჭირავთ, 

50-წლიანი წინასწარმეტყველებაზე კვლევა  გასულ კვირას ჟურნალ Big Data & Society-ში გამოქვეყნდა, სადაც ფეისბუქის ზრდის ტემპი და გლობალური სიკვდილიანობის სიხშირეა მოცემული.

კვლევის მიხედვით, პლატფორმაზე არსებული ვირტუალური სასაფლაო ზომაში მუდმივად იმატებს, ოქსფორდის მეცნიერების თქმით 2100 წლისთვის 1,4 მილიარი Facebook-ის მომხმარებელი უკვე აღარ იარსებებს, თუ Facebook-ი 2018 წლიდან ახალი მომხმარებლების მოზიდვას არ დაიწყებს.

ფეისბუქმა უნდა მოიწვიოს ისტორიკოსები, არქივარიუსები, არქეოლოგები და ეთიკოსები, რომლებიც გარდაცვლილი ადამიანების მიერ დატოვებულ ინფორმაციას დაახარისხებენ. აქ საქმე ეხება არა ისეთი გამოსავლის მოძიებას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წელი იქნება აქტუალური, არამედ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მნიშვნელობას ათწლეულების განმავლობაში არ დაკარგავს, — აცხადებს ოქსფორდის მეცნიერი დეივიდ უოტსონი. 

ავტორი:გიორგი ფარულავა