ისრაელმა ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა

13:14 05-05-2019

ღაზას სექტორის ტერიტორიიდან 24 საათში ისრაელის მიმართულებით 430 რაკეტა გაუშვეს -  ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს.სროლები 5 მაისს, ღამესაც გრძელდებოდა. 

ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორის ათობით ობიექტზე. სამხედროების მონაცემებით ეს ობიექტები ჰამასთან არის კავშირში. 

საპასუხო იერიშების დროს ისრაელის 1 და პალესტინელი 8 მოქალაქე დაიღუპა. 

შეგახსენებთ, რომ რეგიონში ვითარება პარასკევს მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელმა ორი ებრაელი სამხედრო მოკლა. ისრაელის არმიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.