გარეჯის საკითხზე ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის შეთანხმება შედგა - მამუკა ბახტაძე

20:35 05-04-2019
206

„ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის შედგა შეთანხმება. ჩვენ შევქმნით კომისიას, სადაც ყველა საჭირო უწყება შევა და დავიწყებთ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, შესაბამისად ჩვენ შევთანხმდით, რომ პროცესის დასრულებამდე მონასტრის ტერიტორიაზე შუფერხებლად გაგრძელდება გადაადგილება. მე ყველას მოვუწოდებ, მიუხედავად ემოციური ფონისა, თავი შეიკავონ არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მამუკა ბახტაძე საქართველოს ყველა მოქალაქეს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შესახებ მუშაობ აქტიურად მიმდინარეობს.