"თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული პლატფორმა" გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან ახსნა- გამნარტებას მოითხოვს

21:48 04-30-2019
49

თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული პლატფორმა დღეს თავდაცვის ძალების მეთაურის, ვლადიმერ  ჩაჩიბაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც  მან თქვა,  რომ თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან.    თავდაცვისა და უსაფრთხოების პლატფორმა გენერალ ჩაჩიბაიას რამდენიმე შეკითხვით მიმართავს და განცხადებას სოციალურ ქსელში, ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. 

თავდაცვის ძალების მეთაურმა ვ. ჩაჩიბაიამ დღეს უცნაური პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან ასე შეაფასა ბოლო 28 წლის მანძილზე მიმდინარე პროცესები: თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან

 შეკითხვა: 90 იან წლებში, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მებრძოლი სამხედროები სამოქალაქო ომის ვეტერანები არიან? სამოქალაქო ომი იყო ეს ორი საომარი კამპანია? იმედია ბატონი გენერალი ახსნა-განმარტებას გააკეთებს, რადგან იდეოლოგია არმიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ბრძოლის ველზე მებრძოლის მოტივაციას განაპირობებს.

 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა სოციალური პაკეტებზე საუბარი, რა თქმა უნდა არავინ არაა წინააღმდეგი გაუმჯობესდეს სამხედროების ხელფასები და საბინაო უზრუნველყოფა, მაგრამ თავდაცვის ძალების მთავარი ამოცანა ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებაა და არმია არაა სოციალური პროექტი. 

თხოვნა იქნება: ნებისმიერ ამოცანას შეასრულებს და მსგავსი უშინაარსო ფრაზებისგან შეიკაონ თავი, რადგან აშშ-ს არმიაც ვერ ასრულებს ნებისმიერ ამოცანას და უხარისხო უდაბნოს ფეხსაცმლით შეუძლებელია ყველა ამოცანის შესრულება ზამთარსა და წვიმაში- ნათქვამია პლატფორმის გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, განცხადება დღეს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  კი, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-მაიორისა და გენერლის წოდებები მიანიჭა.