ქუთაისში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

21:37 04-19-2019
966

ქუთაისში ხანძრის შედეგად ავტოქარხნის დასახლებაში ე.წ დაჩების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

მეპატრონის თქმით, უცნობმა პირმა ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდო, რის შემდეგაც საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა დროულად მოასწრო.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის ძირითადი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია.

ავტორი:ირაკლი ვაჩიბერაძე