პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

12:30 04-16-2019
14

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინადადება ბიუროს სხდომაზე განიხილეს და ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.