თსუ-ში ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

18:03 04-08-2019
17

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, საარქივო მასალები, ზვიად გამსახურდიას ხელნაწერები, წიგნები, თარგმანები, სამეცნიერო სტატიები გამოიფინა.

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: 1956 წელს „გორგასლიანის“ საქმის მასალები, 1977 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ იზოლატორში დაწერილი წერილები (ხელნაწერები), ზვიად გამსახურდიას წერილები ვიქტორ ნოზაძეს (ხელნაწერები), 1970-იან წლებში გამოცემული არალეგალური დისიდენტური გამოცემები („ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“) და სხვა.

წარმოდგენილი მასალების დიდ ნაწილს საზოგადოება პირველად იხილავს.

ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 აპრილამდე გაგრძელდება.