პეტრე კოლხი: ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხართეძოზე წამოწოლა არ არის ვაჟკაცობა

10:51 04-05-2019
1132

ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხართეძოზე წამოწოლა, ქუჩური უნარ-ჩვევები არ არის ვაჟკაცობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კოლხი (პეტრე კვარაცხელია) წერს. 

დედის გინება, მაგიდაზე ხელების ბრახუნი, ეჭვიანობა, უხეშობამდე მისული სიმკაცრე, დაუსრულებელი ჩხუბი და ყვირილი, უაზრო სადღეგრძელოების სერია, ქალის დამონება, ცოლის უცხოეთში მოჯამაგირეობით ნაშოვნი ფულით მხართეძოზე წამოწოლა, ქუჩური უნარ-ჩვევები არ არის ვაჟკაცობა... ეს უფრო მხდალი, სუსტი, უუნარო, მხოლოდ ბიოლოგიურად, გარეგნული ნიშნებით შექმნილი მამაკაცის ნამდვილი სახეა!.. - წერს პეტრე კოლხი.