მდინარე რიონიდან მეხანძრე-მაშველებმა 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს (ვიდეო)

20:01 03-26-2019
1053

ქუთაისში, მდინარე რიონიდან მეხანძრე-მაშველებმა 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ქუთაისის  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.