Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული 1907 გვერდი წაშალა

16:34 03-26-2019
58

Facebook-ის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში 1907 გვერდი წაშალეს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. საუბარია 86 გვერდზე, 64 ანგარიშზე და 1757 ჯგუფზე.

როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, ყველა მათგანი ჩართული იყო კოორდინირებულ მიუღებელ ქმედებებსა და სპამების გაგზავნაში. გვერდების გარკვეული ნაწილი დაკავებული იყო უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციის განთავსებით. ადმინისტრატორები მათ ყალბი ექაუნთებით მართავდნენ.

წაშლილი გვერდების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს გადაეცათ - აცხადებენ Facebook-ში.

სულ კომპანიამ 2,6 ათასზე მეტი გვერდი წაშალა. გარდა რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშებისა, ასევე დაიბლოკა ირანთან და სამხრეთ მაკედონიასთან დაკავშირებული გვერდები.

კომპანია Facebook-ი 2017 წლის სექტემბრიდან რეგულარულად ბლოკავს ყალბ ანგარიშებს, მათ შორის რუსული ტროლების ფაბრიკებსაც.

2018 წლის აგვისტოში Facebook-მა 650-ზე მეტი გვერდი წაშალა, რომელიც რუსეთსა და ირანს უკავშირდებოდა, რომლებიც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ. 2019 წლის იანვარში კი Facebook-მა 500-ზე მეტი გვერდი წაშალა, რომელიც რუსეთსა და ინფორმაციულ სააგენტო Sputnik-ს უკავშირდებოდა.