რუსთავში 5 ავტომობილი გაქურდეს

12:21 03-24-2019
96

რუსთავის მაცხოვრებლებს დილით საკუთარი ავტომობილები გაქურდული დახვდათ. პოლიციაში ხუთი შეტყობინება შევიდა. მანქანებს შუშები აქვს ჩამტვრეული.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავეები 2 არასრულწლოვანია, რომლებიც არ დაუკავებიათ. მოპარული ნივთები ამოღებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

 

ავტორი: მარი მშვენიერაძე