"ყავით დავიწყეთ" - ქრთამის აღებაში ბრალდებული მაღალჩინოსანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

12:00 03-23-2019
103

სუს-ის მიერ დაკავებული ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

2017 წლის 7 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავა.

მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებდა ( საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 - დან 15 წლამდე).

გელა კობახიძესთან გადაღებულ ფოტოს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მისი მეგობარი ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგი სიორიძე აქვეყნებს კომენტარით „ყავით დავიწყეთ".

 

ავტორი: ლაშა სარჯველაძე