ეროვნული ბანკი "თიბისის" საქმეზე ხვალ პარლამენტში აღარ მიდის

19:19 02-25-2019
87

ეროვნული ბანკი „თიბისის“ საქმეზე ხვალ პარლამენტში აღარ მიდის.  აღნიშნული ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადებით გაავრცელა. 

სებ-ის განმარტებით, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, პარლამენტში განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. 

ამასთან, სებ-ის ცნობით, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. 
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით სებ-ს არამიზანშეწონილად მიაჩნია.