ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა (ვიდეო)

14:50 02-11-2019
587

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ ხოშარაულის ქუჩაზე დაჭრილი 1973 წელს დაბადებული ქალია, რომელიც ცივი იარაღით, სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა. 

დაჭრილი გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში.

როგორც პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11-117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ადგილზე მუშაობენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც.