გორში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ხურდა ფული და საკვები

13:03 01-21-2019
30
თეგები: გორი

გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტიდან სურსათია მოპარული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით  დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მახო მიქელაძე