ბავშვებმა სკოლის გარდაცვლილი დირექტორის კუბო საკუთარი ნახატებით შეამკეს

17:39 01-17-2019
418

ინგლისის ქალაქ ბათში, წმინდა ანდრიას სახელობის, დაწყებითი სკოლის დირექტორის კუბო, მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებით მორთეს.

58 წლის სიუ ისთი კიბოს ებრძოდა. მან გარდაცვალებამდე ბავშვებს წერილიც დაუტოვა:

„მე მალე მოვკვდები. მადლობას გიხდით იმ სიხარულისთვის , რასაც მანიჭებთ და ასევე მეგობრობისთვის. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში მოიძებნება ფერიის ჯადოსნური მტვერი, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს. მოგიწოდებთ , იცხოვროთ ადამიანების სიყვარულით,“_ ნათქვამია გარდაცვლილი პედაგოგის წერილში.

58 წლის სიუ ისთის პანაშვიდს 700 მოსწავლე, მათი მშობლები, ყოფილი მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები დაესწრნენ. პედაგოგი ბავშვების მიერ ფერადი ნახატებით მორთული სასახლით გუშინ გაასვენეს.

ავტორი: მარიამ გიგანი