ენგურის ხიდი „ღორის გრიპის“ გამო ჩაკეტეს

11:47 01-11-2019
632

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლა. ღორის გრიპის გამო შეიზღუდა. ჩიკვაიძემ “პრაიმტაიმს” განუცხადა,რომ ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებსა და იმ ადამიანებს უშვებენ, ვინც აფხაზეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა. 

"აქეთ, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა პირისთვის ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია, იქეთ კი ჩვეულებრივად უშვებენ მათ, ვისაც "აფხაზური პასპორტი" აქვთ", - თქვა ჩიკვაიძემ. 

ენგურის ხიდზე დღეს დილიდან მოქალაქეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე რიგებია, თუმცა მოსახლეობას ე.წ. მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული და ენგურის ხიდს  მოქალაქეები 25 იანვრამდე ვერ გადაკვეთენ.

ავტორი: თეა შონია