ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

თორნიკე გოგია

საზოგადოება 1716151786

ვინ არის სენაკში მოკლული 25 წლის ახალგაზრდა - დაჭრილია ოჯახის კიდევ ერთი წევრი

სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები გვიან ღამით დაესხნენ. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც.მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი. მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის 21 ლუკა სარიაა.

მდინარე

მსოფლიო 1716150530

14 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო, იგი 13 წლის მეგობრის გადარჩენას ცდილობდა (უცხოეთი)

გამოცემა The Sun, ინგლისში, მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ წერს. 14 წლის ბიჭი მდინარეში ტრაგიკულად დაიხრჩოს. იგი 13 წლის მეგობრის გადარჩენას ცდილობდა. პოლიციამ 13 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. 

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1716150363

იწყება ერთწლიანი მნიშვნელოვანი პერიოდი - ასტროლოგი ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც განსაკუთრებით გაუმართლებთ

იწყება ერთწლიანი მნიშვნელოვანი პერიოდი - ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებსმომდევნო კვირა დატვირთული იქნება ასტროლოგიური მოვლენებით - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს და ზოდიაქოს ნიშნებს მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ აფრთხილებს:პირველი რაც უნდა აღინიშნოს, ეს არის მზის კუროდან ტყუპში გადასვლა. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანებში გაძლიერდება კომუნიკაბელურობა, ურთიერთობების სურვილი და შინაგანი მოქნილება. თუ მანამდე კუროს გავლენით ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ცვლილებებს, ჯიუტად და რაც მთავარია, კონსერვატიულად იცავდა თავის პოზიციას, 20 მაისიდან მათში გაძლიერდება გაგების უნარი. მიწის სტიქია შეიცვლება ჰაერის სტიქიით, რომელიც უფრო მსუბუქია და ცვლილებებისთვის მზადმყოფი. აქედან გამომდინარე, ცვლილებების ალბათობას უფრო მეტად მოიმატებს.ეს შეეხება არა მხოლოდ ზოგად ტენდენციებს, არამედ ბევრ კონკრეტულ მიმართულებას და იგივე პირად ცხოვრებას.მით უმეტეს, რომ 24 მაისიდან ტყუპში გადავა სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერაც, ანუ ვენერას სიგნიფიკატორი (მმართველი) 17 ივნისამდე მერკური იქნება. ამიტომ ბევრი ადამიანი იმ პრობლემებს, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება, იოლად გაიაზრებენ და მოაგვარებენ. ამ პერიოდში ჩაკეტილობა და ლოდინი უარეს შედეგს მოიტანს, ამიტომ საჭირო იქნება კომუნიკაციაში შესვლა და ურთიერთობა.ამ პერიოდში მზე შეერთებაში იმყოფება იუპიტერთან და დადებით ასპექტში იმყოფება პლუტონთან, რაც მიანიშნებს, რომ ბევრი გლობალური საკითხი შესაძლებელია კომუნიკაციის ხარჯზე მოგვარდეს. ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ იგივე ბიზნესს. ეს კარგია დროა ფინანსურ საკითხებთან და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის და განვითარებისთვის. მით უმეტეს, რომ ამ მზესთან ერთად, იუპიტერს შეუერთდება ვენერაც. ასე რომ, მთლიანობაში ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ასე ვთქვათ, იღბლიან პერიოდად იქცეს და წარმატებით გადაჭრათ ის საკითხები, რომელთა მოგვარებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რაც ამ პერიოდში ხდება, ეს არის 26 მაისს გამარჯვებისა და წარმატების პლანეტა იუპიტერის ტყუპის ნიშანში გადასვლა. განსხვავებით ვენერასგან და მზისგან, იუპიტერი ტყუპში თითქმის ცამეტი თვის განმავლობაში დარჩება. იუპიტერის ეს ინგრესია მიანიშნებს, რომ დაიწყება სასიკეთო პერიოდი იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასთან, ურთიერთობებთან, ურთიერთობებთან, გადაადგილებასთან, უცხოეთთან, შუამავლობასთან, მოლაპარაკებებთან, აზრთან, სიტყვასთან, წიგნთან, წერასთან და მსგავს საკითხებთან. როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე მანამდე „გაყინული“ პოზიციები შედარებით შერბილდება და მხარეები ნელ-ნელა მოლაპარაკებებისთვის მოემზადებიან.23 მაისს დაფიქსირდება სავსემთვარეობა, რომელიც „ინფორმაციის ღერძზე“ ხდება (ტყუპი-მშვილდოსანი). ეს იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ იწყება ერთწლიანი მნიშვნელოვანი პერიოდი და ამ პერიოდში არა მხოლოდ წინსვლისთვის, განვითარებისთვის და წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება სწორი გზავნილის გაგზავნა და ყველაფრის სწორად აღქმა, არამედ ეს მნიშვნელოვანი იქნება ემოციური, მენტალური და მატერიალური გადარჩენისთვისაც კი.ბუნებრივია, მზის ინგრესიიდან გამომდინარე, უახლოესი ერთთვიანი პერიოდი შედარებით სასიკეთო იქნება ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. ისინი იგრძნობენ ძალების მოზღვავებას და უფრო მეტად მიზანსწრაფულები გახდებიან.სასიკეთო იქნება ასევე ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის (სასწორი, მერწყული). მთლიანობაში დადებითი იქნება ვერძისთვის და ლომისთვის, თუმცა შედარებით წინააღმდეგობრივი იქნება მშვილდოსნებისთვის. ნაკლებ იღბლიანი იქნება წყლის სტიქიით (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) და განსაკუთრებით მიწის სტიქიით (კურო, ქალწული და თხის რქა) დაბადებული ადამიანებისთვის - წერს რამაზ გიგაური.

ხელით წერა

მეცნიერება 1716150345

მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს

ბოლოს ხელით როდის დაწერეთ? ბევრი ჩვენგანისთვის ხელით წერა წარსულია და ამის გაკეთება ფაქტობრივად აღარ გვიწევს. ტექსტის ასაკრეფად კლავიატურის გამოყენება უფრო სწრაფი და პრაქტიკულია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა, საერთოდ უნდა დავივიწყოთ თუ არა ხელით წერა?და, აი, ახლა მკვლევრებს აინტერესებთ რა როლი აქვს დასწავლაში ხელით წერას. კვლევები აჩვენებს, რომ ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მწერალი ციფრულ სამყაროშიც ხელით წერას აგრძელებს და ამის მიზეზად სწორედ შესაბამისი ბენეფიტები მოაქვთ.ამის პარალელურად, სამყარო მეტად ციფრულდება და ადამიანებს კიდევ უფრო იშვიათად უწევთ კალმის გამოყენება. იგივე პროცესები ხდება სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვები კლავიატურაზე აკრეფას უფრო ადრე სწავლობენ, ვიდრე ხელით წერას.თუმცა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარებაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც ხელით წერით სწავლობს შესაბამისი უნარები უკეთ უვითარდება, ვიდრე იმას, ვინც კლავიატურას იყენებს.საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ ზრდასრულებში. მაგალითად, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ლექციებსა და სემინარებზე ტექსტებს კლავიატურის სახით კრეფდნენ, უფრო ცუდი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც ჩანაწერებს ხელით აკეთებდნენ.და მაინც, რატომ არის ხელით წერა უკეთესი სწავლისთვის? პასუხი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მოქმედების შედარებით უფრო კომპლექსურობასთან. ხელით წერა, ტექსტის აკრეფისგან განსხვავებით, მოითხოვს მეტ მოძრაობას, უნარსა და კოორდინაციას. ამიტომ, ეს პროცესი ჩვენი ტვინის მეტ უბანს ააქტიურებს.ტვინის მეტი უბნის გააქტიურება სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. გარდა ამისა, არის ვიზუალური სისტემა, რომელიც ხელით წერისას ასევე უფრო გააქტიურებულია.მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელით წერისას ტვინის კავშირები უფრო გააქტიურებულია, ვიდრე კლავიატურის გამოყენებისას. ამიტომ, ასეთ დროს საკითხი შეიძლება უფრო დაგვამახსოვრდეს.ამ მხრივ საინტერესოა 2024 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევა. სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, როგორ აისახება ხელით წერა და კლავიატურაზე აკრეფა ტვინის ნეირონულ ქსელებზე. ამისთვის მათ 36 მოხალისეს თავზე მაღალი სიმკვრივის ელექტროენცეფალოგრამა (EEG) გადაუღეს. ისინი ეკრანზე გამოჩენილ სიტყვას ან ხელით წერდნენ, ან კლავიატურაზე კრეფდნენ.პირველ შემთხვევაში, ცდისპირები სენსორულ ეკრანზე სამუშაოდ ციფრულ კალამს იყენებდნენ. მეორე ალტერნატივა კლავიატურა იყო, ანუ მათ სიტყვის დასაწერად თითოეულ ასოზე დაჭერა უწევდათ. EEG მეთოდით მონაცემები 256 სენსორის მეშვეობით შეგროვდა, რომლებიც ამ ინდივიდების თავზე იყო განლაგებული.ანალიზმა აჩვენა, რომ ხელით წერისას მოხალისეთა ტვინში უფრო მყარი კავშირები ფიქსირდებოდა.

არეულობა

რჩევები 1716150335

რატომ არის არეულობისგან თავის დაღწევა კარგი ჯანმრთელობისთვის

ექსპერტები ამბობენ, რომ არეულობას შეუძლია შეაფერხოს კრეატიულობა, დააქვეითოს განწყობა,შეამციროს პროდუქტიულობა და ენერგიის დონე და ხელი შეუშალოს კონცენტრაციას და გადაწყვეტილების მიღებას.ოთახში ქაოსს ასევე შეიძლება ჰქონდეს უფრო სერიოზული ფსიქიკური შედეგები, როგორიცაა მეხსიერების დაქვეითება, კვებითი დარღვევები, კომუნიკაციის პრობლემები და უკონტროლო იმპულსურობა.„როდესაც არეულობა იმარჯვებს, ფსიქიკური ჯანმრთელობა აგებს“, - ციტირებს StudyFinds ოჯახის თერაპევტის ფეით კოულმენის სიტყვებს.ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არეულობა შეიძლება უმნიშვნელო პრობლემად მოგეჩვენოთ, საშუალოდ ის იპარავს თქვენი დროის დაახლოებით 5%-ს - და ეს არის ის, რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ იპოვოთ თქვენთვის საჭირო ნივთები. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ სივრცე, სადაც ადამიანი ცხოვრობს, არის მისი „ფსიქოლოგიური სახლი“, ანუ მისი იდენტობის გაგრძელება, რომელთანაც წარმოიქმნება ემოციური კავშირი.ზოგადად, გონების გასაწმენდად, კარგი იდეაა, მოიშოროთ ყველა ნაგავი თქვენი ბინიდან.