ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მოძრაობა შეიზღუდება

საზოგადოება 1714323641

მოძრაობა შეიზღუდება! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეკლესია

საზოგადოება 1714322599

„ნახეთ, ეს საოცარი კადრები...“ - რა ვიდეო ვრცელდება სამების საკათედრო ტაძრიდან

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.ნახეთ საოცარი კადრები სამების საკათედრო ტაძრიდან ⇓

ქართული თაფლი

რჩევები 1714322040

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ

რაფინირებული შაქრის ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის და ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ბუნება გვაძლევს შაქრის გემრიელ ნაზავს ნატურალური ხილისა თუ თაფლის სახით.როდესაც თქვენ ეძებთ დამატკბობელს, ყოველთვის მიმართეთ ნატურალურ თაფლს, ის უამრავ სარგებელს მოგიტანთ.წონის დაკლება.რაციონიდან გამორიცხეთ შაქრის შემცველი ყველა პროდუქტი, გარდა თაფლისა, რადგან მას ძალიან განსხვავებული და ჯანსაღი შემადგენლობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ დამატკბობლებს.თაფლი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ორგანიზმის დეტოქსიკაციას. თუ დილით უზმოზე მიიღებთ თაფლს თბილ წყალთან და ლიმონთან ერთად, გათავისუფლდებით ტოქსინებისა და ზედმეტი ცხიმისგან.სუფთა კანი.თაფლი საოცარი ანტიოქსიდანტია, ამასთან, მისი ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.თაფლი ასევე კანის მოვლის ნატურალური საშუალებაა. წაისვით თაფლი სახეზე, რათა მოიშოროთ ყველა ლაქა. თაფლი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა სხვა დაავადებებისთვის, როგორიცაა ჭია და ფსორიაზი. ის ასევე ებრძვის ანთებას და სიმშრალეს.დაბალი ქოლესტერინი.თაფლში შემავალი ყველა ვიტამინი და კომპონენტი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას. თუ ყოველდღიურად მოიხმართ თაფლს, ის დაგეხმარებათ ორგანიზმში არსებული ჭარბი ქოლესტერინის კონტროლში.კარგი მეხსიერება.მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ თაფლი ხელს უწყობს უჯრედული თავდაცვის ანტიოქსიდანტური სისტემის აღდგენას, რაც საბოლოოდ იწვევს მეხსიერების გაუმჯობესებას.მშვიდი ძილი.თაფლში არსებული შაქარი ხელს უწყობს სისხლში ინსულინის დონის ამაღლებას, რომელიც საბოლოოდ გამოყოფს სეროტონინს. ამის შემდეგ, სეროტონინი კვლავ გადაიქცევა მელატონინად, ეს ჰორმონი კი პასუხისმგებელია ჩვენს მშვიდ ძილზე.გულის დაავადებათა პრევენცია.გულის დაავადების თავიდან ასაცილებლად აიღეთ თაფლი და შეურიეთ დარიჩინს. ეს ხელს შეუწყობს გულის არტერიების და ვენების გაფართოებას.თბილ წყალში დაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი თაფლი 1/3 ჩაის კოვზ დარიჩინთან ერთად. დალიეთ ეს ყოველდღიურად და დააკვირდით პოზიტიურ ცვლილებებს.დაემშვიდობეთ სტრესს.თაფლი ამშვიდებს ნერვებს და ხსნის ყველა დაღლილობას თქვენი სხეულიდან. ის შეიცავს გლუკოზას, რომელიც აუცილებელია ნეირონების სწორად მუშაობისთვის. თაფლი სწრაფად შეიწოვება სისხლში და სწრაფადვე გაგრძნობინებთ სიმშვიდეს, ის ასევე აგარიდებთ ფსიქოლოგიურ სტრესს თუ დისკომფორტს.ჯანმრთელი კუჭი.თაფლის ყოველდღიური მიღება იცავს თქვენს ორგანიზმს ისეთი დაავადებისგან, რომელიც დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან. ის ასევე ხელს უწყობს ლორწოვან გარსში არსებული მცირე ჭრილობების შეხორცებას.თაფლი ნივრით.როდესაც თაფლი შერწყმულია სხვა ბუნებრივ საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები, მისი ღირებულება ათჯერ იზრდება.თუ თაფლს ნიორს აურევთ, ის გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.დაიწყეთ ერთი კბილი ნივრის მიღება თაფლთან ერთად და თავს გაცილებით ენერგიულად იგრძნობთ.და ბოლოს, დღეიდან თქვენ უფრო მეტი იცით თაფლის უპირატესობის და სასარგებლო თვისებების შესახებ, დროა ჩართოთ ის თქვენს რუტინაში და იცხოვროთ ტკბილად და ბედნიერად.

ბიზნესასოციაცია

პოლიტიკა 1714319709

გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი და ქვეყნის ევროპული არჩევანი ის ორი მიზანია, რომელიც ერთმანეთთან სრულად თანხვედრაშია - საქართველოს ბიზნესასოციაცია

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მოგვმართავენ ჩვენი წევრი კომპანიის წარმომადგენლები უმთავრესი წუხილით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შედეგად განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს - სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს, რაც, ცხადია, ნეგატიურად იქნება ასახული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი და ქვეყნის ევროპული არჩევანი ის ორი მიზანია, რომელიც ერთმანეთთან სრულად თანხვედრაშია.„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, წარადგენს და ადვოკატირებას უწევს წევრი კომპანიების ობიექტურ და სამართლიან ბიზნეს ინტერესებს. ასოციაციის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვაა, რასაც შედეგად ძლიერი და წარმატებული ბიზნეს სუბიექტების ფორმირება უნდა მოჰყვეს.ამასთან, მიგვაჩნია, რომ, ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის ძლიერი და მდგრადი ბიზნესისა და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკის შექმნა არის საზოგადოებრივი განვითარებისა და კეთილდღეობის, ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის იდეა, რომლის ირგვლივ ყველას გაერთიანება და ამ გზით ქვეყნის მშენებლობა უდავოდ ღირს და უაღრესად ფასეულია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ამ პრინციპებით ვსარგებლობთ ჩვენ საკუთარი საქმიანობის წარმართვისას. ჩვენ არასოდეს ვცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ჩვენს ქმედებებში ყოველთვის ვიფარგლებით იმ თემატიკით, რომელიც ეხება და არ სცდება ბიზნესსა და ეკონომიკას. ასე იყო დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.ამასთან, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მოგვმართავენ ჩვენი წევრი კომპანიის წარმომადგენლები უმთავრესი წუხილით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შედეგად განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს - სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს, რაც, ცხადია, ნეგატიურად იქნება ასახული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. ბიზნესის წუხილი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ იგი ყოველთვის პირველია, რომელიც გრძნობს და საკუთარ თავზე იმკის პოლიტიკური არასტაბილურობის ნეგატიურ ზეგავლენას.აღსანიშნავია, რომ განჭვრეტადი და სტაბილური ბიზნეს გარემო ის საერთო მიღწევაა, რამაც განაპირობა ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრების მდგრადობის უზრუნველყოფა. ცალკე გამოსაყოფია ის ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც ბიზნესს აქვს ხელისუფლებასთან, რაც გამოიხატება ადგილობრივი საქმიანი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით შემუშავებულ არაერთ ისეთ ინიციატივაში, რომელიც ბიზნეს წრეებში წარმოიშვა და კანონისა და თუ სხვა ნორმატიული აქტის ფორმით ამოქმედდა. ამავე დროს, არ გვახსენდება მთავრობის არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბიზნესის საქმიანობაზე გავლენას მოახდენდა და ოფიციალურ განხილვებამდე ჩვენთვის არ იყო წარდგენილი. ტრადიციულად, თითქმის ყოველი ასეთი ინიციატივის დროს ჩვენი მოსაზრებები იყო გაზიარებული, რაც გვაძლევს იმის განცხადების საშუალებას, რომ დღეს ისე როგორც არასდროს ბიზნესი თავს გრძნობს თავისუფლად და არის აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან.ამასთან, ბუნებრივი და გასაგებია, რომ ჩვენ, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, არ და ვერ შევალთ ზემოაღნიშნული კანონპროექტის შინაარსობრივ განხილვაში. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის ერთი დიდი ოჯახია, საერთო ღირებულებებით. თუმცაღა, ბუნებრივია, ბიზნესის მიღმა არსებულ ამა თუ იმ პოლიტიკური ხასიათის საკითხზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. მიუხედავად, ამისა ყველანი ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი და ქვეყნის ევროპული არჩევანი ის ორი მიზანია, რომელიც ერთმანეთთან სრულად თანხვედრაშია. ამ მიზნებისკენ სვლა კი უნდა მოვახდინოთ ისე, რომ არ შევარყიოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, უზრუნველვყოთ სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და, რაც მთავარია, არ გადავუხვიოთ ქვეყნის განვითარების ევროპულ კურსს, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული“, - ნათქვამია განცხადებაში.

საკრედიტო ბარათი

ფინანსები 1714319164

რა ინფორმაციებს ხედავენ საკრედიტო ორგანიზაციები ჩვენს შესახებ?

  რა ინფორმაციებს ხედავენ საკრედიტო ორგანიზაციები ადამიანების შესახებ „კრედიტინფოს“ მონაცემებით - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნეს ანალიტიკოსმა, მირიან ჯობავამ ისაუბრა.„თითქმის ყველა იმ დეტალს, რაც საკრედიტო კონტრაქტს მოსდევს, ანუ ყველა საჭირო ინფორმაციას, ეს იქნება სესხის მოცულობა, გადახდის გრაფიკი, ხდება თუ არა წინასწარ დაფარვა, ინფორმაცია გარანტორისა და თანამსესხებლის შესახებ და ა.შ.ამიტომ ყველას ვურჩევ, ყველამ გადაამოწმოთ საკუთარი ისტორია. თუ რამე უზუსტობას აღმოაჩენთ, აუცილებლად მოგვმართეთ“ - განაცხადა მირიან ჯობავამ. მისი თქმით, „კრედიტინფოში“ დაახლოებით 3 მლნ ადამიანის ინფორმაცია ინახება.„ჩვენთან 3 მლნ-მდე ადამიანის ინფორმაციაა, აქედან დაახლოებით 1.9 მლნ-ს აქვს აქტიური სესხი, რაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ჯამური ვალდებულება არის დაახლოებით 44.8 მლრდ ლარი და ამ მოცულობიდან ვადაგადაცილება დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანს უფიქსირდება. მათი ჯამური ვალდებულება კი არის 2,100 მილიარდი, რაც ჯამური ვალდებულების დაახლოებით 6%-ია“ - განაცხადა მირიან ჯობავამ.წყარო: