ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

deda matrona

საზოგადოება 1714831104

"მოგიყვებით სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა" - რას გვიამბობს მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძე

ორი მაისი მატრონა მოსკოველის გარდაცვალების დღეა. წმინდანი 71 წლის ასაკში აღესრულა. გარდაცვალებიდან ორმოცდაათ წელიწადში წმინდანად შერაცხეს. მის შესახებ ბევრი თქმულებაა... მატრონას დაბადება მშობლებს არ სურდათ. არაღვთის მოშიშთ, დუხჭირ ყოფაში და მით უფრო, მრავალშვილიანი გლეხების ოჯახში ზედმეტი მჭამელი რომ არ მოესურვებოდათ, ცხადია. თუმცა, გოგონა დაიბადა და მოგვიანებით, ის ოჯახის მარჩენალიც გახდა. მატრონოვა ნიკონოვა ძირითად დროს ტაძარში ატარებდა, ბავშვები არ ეთამაშებოდნენ. შვიდი წლის ასაკში მას აღმოაჩნდა წინასწარმეტყველების ნიჭი... ხმები გავრცელდა და მასთან ხალხმა დაიწყო სიარული. მერე იყო ვრცელი და თავგადასავლებით სავსე გზა... ***წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში.წმინდა მატრონას მორწმუნენი სხვადასხვა პრობლემის დროს მიმართავენ, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით ისტორიას და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხიდან გამათავისუფლეს.გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა მატრონა და ვიფიქრე, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი.წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იქ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეშდი, გავგიჟდი, მოვბრუნდი... უცნაური გრძნობა დამეუფლა.აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი... საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა.ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო - "კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი..." - ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი - "შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი" და გამოვბრუნდი.ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო?  ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი.დედა მატრონასადმი ჩემი რწმენა კი უკავშირდება წმინდანის ამ ისტორიას:ერთი კაცი შორეულ საპყრობილეში ჰყავდათ დაპატიმრებული. სასოწარკვეთაში მყოფს მეგობარმა უთხრა, მე ვიცი, შენ ვინც გიშველის. მაგრამ აქედან შორსააო. იმ დროს ცოცხალი იყო დედა მატრონა... მოკლედ, მეგობარმა ურჩია: გასეირნებაზე რომ გაგიყვანენ, რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩი სხვებს და სამჯერ ეცი თაყვანი წმინდა მატრონას, თან თქვი, დედა მატრონა, მიშველე და დამეხმარეო. ასეც მოიქცა. და სასწაულიც მოხდა! ერთი კვირის თავზე მთელი ამ ციხის მმართველობა იცვლება, მოდიან სულ სხვები, გადახედეს ყველას საქმეს და ეს კაცი ციხიდან გაათავისუფლეს!ეს კაცი მიდის, რომ ნახოს და მადლობა გადაუხადოს დედა მატრონას. მივიდა იმ სახლამდე და ხედავს, კარი ღიაა. შედგა ფეხი ზღურბლზე და ესმის წმინდანის ხმა, მობრძანდით თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ! შევიდა, ნახა უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს. (ისეთი სიხშირით იწერდა პირჯვარს შუბლზე ღარი ჰქონია გაჩენილი...)თქვენ მე მიცნობთ?- ჰკითხა ამ კაცმა. როგორ არა, გამოგიშვეს ციხიდანო? დიახ, მაგრამ რატომ მომმართეთ ასე?.. დედა მატრონამ დაასახელა რომელიღაც კონკრეტული ოლქი და ეპარქია და აი, მის ყოვლად უსამღვდელოესობას ვესაუბრები ახლაო, უთხრა. მაგრამ სანამ ცოცხალი  ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვე, როცა გახდები ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ თქვიო. ასეც მოხდა, ბუნებრივია და შემდეგ მან გაამჟღავნა ეს ისტორია...გავლენა ჩემზე სწორედ ამ ისტორიამ  მოახდინა. მისი ვირწმუნე. დიდი და ძლიერი წმინდანია. შესთხოვ და გისმენს... მე მისი მოძღვრებიდან დამამახსოვრდა ეს: ყველა ცხვარი კაუჭზე თავისი პატარა კუდით არის ჩამოკიდებული. ცხვარში ადამიანი იგულისხმა. ყველას თავისი კუდი სტკივა, თავისას განიცდის, ანუ ერთსა და იმავეს და ვინ მოგცათ სხვისი განკითხვის უფლებაო? გაქვს მაგის დრო სხვა განიკითხოო? - მიმართავს ქრისტიანებს...ასევე დაგაინტერესებთ:"განცდა მაქვს, რომ არც არსად წასულა... სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ..." - კახის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან

აღდგომა საფლავი

რჩევები 1714829130

სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში... - გოგა მანიას გაფრთხილება

 ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა და გვითხრა,  როგორ შევხვდეთ აღდგომის დღეს, ისე, რომ მთელი წელი წარმატებულები ვიყოთ.„აღდგომას, აუცილებლად უნდა გქონდეთ, სუფრის წითელი და მწვანე გადასაფარებელი. ფერებს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, კვირა დღეს, უნდა გქონდეთ კუპიურები მაგიდაზე ტკბილეულთან ერთად, ღვინო და წყალი. ბავშვებს და თქვენც გაიკეთეთ წითელი ლენტი ან ძაფი, ეს წარმატებას მოგიტანთ მომავალ აღდგომამდე.უმთავრესია, რომ გავითვალისწინოთ! - სულების მოხსენიების დღეს, სასაფლაოდან მოსულები, ნუ შევალთ პირდაპირ სახლში ფეხსაცმელებით. ეს სულების დღეა და ძალიან გასაფრთხილებელია. უნდა მოხდეს ამ ფეხსაცმელების და ტანსაცმელების გასუფთავება.აღდგომის დღეს, არ შეიძლება კამათი, ჩხუბი, ყვირილი, დათრობამდე დალევა.დღის პირველი ნახევარი გაატარეთ ლოცვაში და სანთლების დანთებაში. იყავით მშვიდები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია. 

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კანის ფესტივალზე

მსოფლიო 1714829100

რუსეთის შსს-მ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტზე ძებნა გამოაცხადა.როგორც დეპარტამენტის მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, თუმცა რომლით, დაკონკრეტებული არ არის.ძებნილთა სიას დაემატა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.რუსეთის ხელისუფლებას ძებნილთა სიაში არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი ჰყავს, მათ შორისაა, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, რომელიც სიაში 2023 წლის დეკემბერში შეიყვანეს

იოსელიანი

პოლიტიკა 1714828625

„ეს ის სა­ში­ში ზღვა­რია, რომ­ლის შემ­დე­გაც, უბ­ნუ­რი ვენ­დე­ტე­ბი და გარ­ჩე­ვე­ბი იწყე­ბა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ომბუდსმენი

ვნა­ხე კად­რე­ბი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯგუ­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს წიხ­ლე­ბით გა­უს­წორ­და - ეს ის სა­ში­ში ზღვა­რია, რომ­ლის შემ­დე­გაც, უბ­ნუ­რი ვენ­დე­ტე­ბი და გარ­ჩე­ვე­ბი იწყე­ბა - კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია შე­უ­რა­ცხყო­ფა, დე­მო­ნი­ზე­ბა, ან ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­რა­ტი­ვი­სად­მი მი­კუთ­ვნე­ბის მცდე­ლო­ბა! - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.რო­გორც იო­სე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, სა­ხელ­მწი­ფოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია ამ შემ­თხვე­ვა­ში, მან არ უნდა და­უშ­ვას ძა­ლა­დო­ბა, ხოლო მო­ძა­ლა­დე­ებ­მა კა­ნო­ნის წი­ნა­შე უნდა აგონ პა­სუ­ხი.„მინ­და გა­მოვ­თქვა აზრი და ეს, პირ­ველ რიგ­ში, ეხე­ბა ჩვენს ახალ­გაზ­რდებს, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს, იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ასე­თი გულ­წრფე­ლო­ბა აქ­ცი­ა­ზე, ეს ამ თა­ო­ბის მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლია ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნის­გან. მე ვიცი ვინ დგას იქ, ისი­ნი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, მათი მე­გობ­რე­ბი, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის შვი­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია მათი შე­უ­რა­ცხყო­ფა, დე­მო­ნი­ზე­ბა, ან ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­რა­ტი­ვი­სად­მი მი­კუთ­ვნე­ბის მცდე­ლო­ბა! მაქვს გან­ცდა, რომ ამ ახალ­გაზ­რდებ­მა სა­კუ­თარ თავ­ში, აწ­მყოს­თან ერ­თად, ის წარ­სუ­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნეს, რო­მე­ლიც მათი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბაა (თუნ­დაც, ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უყუ­რებ­დნენ ბევრ რა­მეს) და ის მო­მა­ვა­ლიც, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად მა­თია, ამი­ტომ მათ­ზე თავ­დას­ხმა აპ­რი­ო­რი მარ­ცხის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი. ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით მათ გა­რე­შე და ისი­ნი უჩ­ვე­ნოდ, რად­გან ეს ერთი დიდი ოჯა­ხია. ვნა­ხე კად­რე­ბი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯგუ­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს წიხ­ლე­ბით გა­უს­წორ­და; ეს ის სა­ში­ში ზღვა­რია, რომ­ლის შემ­დე­გაც, უბ­ნუ­რი ვენ­დე­ტე­ბი და გარ­ჩე­ვე­ბი იწყე­ბა. ამ ჯო­ჯო­ხეთს ძლივს და­ვაღ­წი­ეთ თავი და იქ არას­დროს უნდა დავ­ბრუნ­დეთ. სა­ხელ­მწი­ფოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია ამ შემ­თხვე­ვა­ში, მან არ უნდა და­უშ­ვას ძა­ლა­დო­ბა, ხოლო მო­ძა­ლა­დე­ებ­მა კა­ნო­ნის წი­ნა­შე უნდა აგონ პა­სუ­ხი. ძა­ლა­დო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­და­ნაც, ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე დგას და ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, გი­ნე­ბა თუ ფურ­თხე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და მას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.და ბო­ლოს, ისევ ჩვენს ახალ­გაზ­რდებს და­ვუბ­რუნ­დე­ბი, ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის ფლაგ­მანს და ვი­ტყვი, რომ არ შევ­წყვი­ტოთ შრო­მა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის, მაგ­რამ ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ამ ორ სი­ტყვა­ში „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი", მთა­ვა­რი სი­ტყვა ადა­მი­ა­ნია”,- წერს ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი.

amindi agdgomas

საზოგადოება 1714826683

როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.