ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

მიხეილ ცაგარელი

ტაბლოიდი 1716068716

VIDEO: „ვეთაყვანებოდი, მეგონა ანგელოზი და...“ - მიხეილ ცაგარელი პირადზე

რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი საავტორო გადაცემა „სთორი“ ტელეეკრანს უბრუნდება.გადაცემის პირველი სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელია, რომელმაც საზოგადოებისთვის საინტერესო პირადი ცხოვრების დეტალებზე, დედაზე და მტკივნეულ სიყვარულზე ისაუბრა.„ორჯერ მქონდა შეხვედრა მათთან(უცხოპლანეტელებტან)  90-იანებში, დალი შონიას მეშვეობით. მაჩვენებელი, რომელიც დავინახე, არ მომეწონა და მაშინვე ვიფიქრე, რაღაც მოხდება და მოემზადე. მიგრძნია სიკვდილის სურნელი, ზუსტად ვიცი როგორია.წამყვანის კითხვაზე: დიდმა სიყვარულმა გული გატკინათ?ცაგარელი პასუხობს: „მე ამაზე ყველგან არ ვსაუბრობ. რასაც გეუნბეით, ამაზე ბევრი იყტვის, რომ ვერ არის ეს კაცი დალაგებული. რაებს ლაპარაკობს. დიდი სიყვარული, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დასჯადია… ვეთაყვანებოდი, მეგონა ანგელოზი და მეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ... მე ეს უნდა გამევლო, ეს ჩემი ჯვარი იყო“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი გადაცემის ანონსში.

ასტროლოგი

ჰოროსკოპი 1716068579

რა ხასიათი და შესაძლებლობა დაგყვათ დაბადების მომენტში

ხასიათის მიხედვით ადამიანთა რამდენიმე ტიპი არსებობს: მელანქოლიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი და ქოლერიკი. თუმცა, ეს უფრო ტემპერამენტის ხარისხის გამოვლინებაა, ვიდრე ხასიათის ტიპი. ზოგადად, ერთნაირი თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, ერთმანეთის მსგავსი გემოვნება, შეფასებების საკუთარი საზომი და გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, დაბადების წლის მიხედვით, შეგიძლიათ, მარტივად გაარკვიოთ, რა შესაძლებლობები დაგყვათ დაბადების მომენტში.ანგარიშიანი რეალისტები – მთელი გულით ესწრაფვიან კარიერის გაკეთებას, იზიდავთ მატერიალური კეთილდღეობა, ნაბიჯ-ნაბიჯ და დეტალურად გეგმავენ საკუთარ მომავალს, შეცდომებით ბევრ რამეს სწავლობენ და მას აღარასოდეს უშვებენ. თუ თქვენ ასეთი ტიპი ხართ, ესე იგი, ანგარიშიანი რეალისტი ყოფილხართ.მოთამაშის ტიპი – ყველაზე მეტად საკუთარ ინტუიციას ენდობა, ყველას უსმენს, მაგრამ საკუთარი ჭკუით მოქმედებს. ცხოვრობს დღევანდელი დღით. საკუთარ წარუმატებლობას ყოველთვის გარშემო მყოფებს აბრალებს. ასეთ ადამიანს არ აქვს სურვილი და არც ძალა შესწევს, გვერდიდან შეხედოს და კრიტიკულად მიუდგეს საკუთარ ქცევებს.დემონსტრაციული ტიპი – ის ადამიანია, ვისაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა. ასეთები არიან პოლიტიკოსები, ხელოვანი ხალხი.საქმიანი ტიპი – ამ ადამიანებისგან დიდი ენერგია მოდის. მათ არ შეუძლიათ რუტინული და მონოტონური მუშაობა. უყვართ, იდეების სწრაფად რეალიზება. მოხერხებულად მოქმედებენ და ადვილად უმკლავდებიან. თუ ასეთი ხართ, ესე იგი, თქვენ ასტროლოგიურად საქმიან ტიპს განეკუთვნებით.იდეური ტიპი – ისინი ყველაზე ხშირად ინტელექტუალები, მეცნიერები, ტექნიკოსები არიან და ამავე სფეროში დიდ წარმატებებს აღწევენ. თავიანთი აზრებითა და იდეებით ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში, არ უყვართ გარშემო მყოფებთან დიდხანს კონტაქტი. ადვილად შეიძლება მათი განაწყენება. ზოგჯერ კი ისეთ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ბევრის გაოცებას იწვევს. ასეთ ადამიანებთან კონტაქტი ძალიან რთული, მაგრამ საინტერესოა.აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით კი, შეგიძლიათ, განსაზღვროთ, რა შესაძლებლობები დაგყვათ დაბადების მომენტში:ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, დრაკონის ან მაიმუნის წლებში, მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება. თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს და სირთულეებს. ბუნებით მშვიდები არიან და საკუთარ ნება-სურვილს ნელ-ნელა ახორციელებენ. სრულად

ჯადო

რჩევები 1716068450

ძალიან ძლიერი რიტუალები, რომელიც ჯადოს ძალას გაანეიტრალებს

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება ისეთი უბედურება, რომელიც ყოველთვის ლოგიკურად ვერ აიხსნება. ადამიანები ყოველთვის მიმართავდნენ მაგიურ მეთოდებსა და რიტუალებს, რათა დაიცვან თავი უარყოფითი ენერგიებისგან, როგორიცაა ბოროტი თვალი და ჯადო. უძველესი ტრადიციების თანამედროვე პრაქტიკასთან შერწყმით, ეს რიტუალები შეიძლება იყოს საინტერესო გზა დამცავი ენერგიის შესაქმნელად.ითვლება, რომ სარკეებს შეუძლიათ უარყოფითი ენერგიის დაჭერა, რაც მათ დაცვის ძლიერ იარაღად აქცევს. გამოიყენეთ ეს რიტუალი ღამით, მაქსიმალური ეფექტისთვის.დაკიდეთ პატარა სარკე გარეთ, მთავარ შესასვლელთან.წარმოიდგინეთ, რომ ის ასახავს და აცილებს ნებისმიერ ნეგატივს, რომელიც ცდილობს თქვენს სივრცეში შეღწევას.შეინახეთ სარკე სუფთად, რათა უზრუნველყოთ მისი ეფექტი.წარსულში კართან დაკიდებული ზარები გამოიყენებოდა მათ ქვეშ გამვლელი ადამიანების განზრახვის შესაცვლელად. სცადეთ ეს რიტუალი დაცვისა და მშვიდი ატმოსფეროსთვის:კვირას იყიდეთ ზარი. მოათავსეთ მარილში ერთი დღე, შემდეგ გადააგდეთ.იარეთ თქვენს სახლში ზარით, დარეკეთ თითოეულ კუთხეში.დაკიდეთ ქარის ზარები კარის ან ფანჯრების მახლობლად, რათა ქარმა შექმნას დამამშვიდებელი ზარის ხმა.

ბოსტნეული

რჩევები 1716068393

ამ ფერის ბოსტნეული ებრძვის წონას, კიბოს, დიაბეტს... - დიეტოლოგის რჩევა

იისფერ ბოსტნეულსა და ხილს დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის, აცხადებენ სპეციალისტები.მათი თქმით, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ფერის პროდუქტი ხელს უწყობენ ტვინისა და გულის ფუნქციონირებას, ხოლო მათი რეგულარული გამოყენება კიბოს შესანიშნავი პროფილაქტიკაა.ამ სახის პროდუქტს განეკუთვნება: შავი ქლიავი, ჭარხალი, წითელი კომბოსტო, ბადრიჯანი, მაყვალი, შავი ყურძენი, შავი ლეღვი, იისფერი სტაფილო და წითელი ხახვი.დიეტოლოგ აბირ აბუ რაჯილის თქმით, საკუთრივ ია შეიცავს ანთოციანებს, რომლებიც მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. ფინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ყველა იისფერი ხილი და ბოსტნეული ასევე შეიცავს ანთოციანებს, რომლებიც არა მარტო დიაბეტის, არამედ სხვა არაერთი ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებასაც ებრძვის. გარდა ამისა, იისფერი ხილი და ბოსტნეული:ებრძვის კიბოს − რაც ბევრი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული. მაგალითად, იისფერი კენკრა ეფექტურია პროსტატის, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო შავი ბრინჯიდა შავი ყურძენი თითქმის ყველა ტიპის ავთვისებიან სიმსივნეებს ებრძვის.იცავს ტოქსინებისგან − ანთოციანების წყალობით, ყურძენი ორგანიზმს გარემოში არსებული ტოქსინებისგანიცავს. წითელ და შავ ყურძენში ელაგის მჟავის მაღალი კონცენტრაციაა, რომელიც ხელს უწყობს ფილტვების მუშაობას.ხელს უწყობს წონის დაკლებას − რასაც მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს. ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას − იასამნისფერი საკვები აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციასა და ტვინის შემეცნებით უნარებს. ასეთი ბოსტნეული და ხილი ტვინის დაბერებას 2,5 წლით ანელებს.როგორც მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევაშია ნათქვამი, ადამიანმა ყოველდღიურ რაციონში იისფერი საკვების ერთი ან ორი ულუფა მაინც უნდა შეიტანოს, რათა გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის დაავადებისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების შანსები შეამციროს.ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას − იისფერი საკვები ასევე მნიშვნელოვანია გულის კუნთის და შესაბამისად გულის ჯანმრთელობის დასაცავად, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს.მაგალითად, ქლიავი, რომელიც დაბალკალორიულია, მაგრამ მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორებიცაა საკვები ბოჭკო, ვიტამინი C და კალიუმი. ამასთან ქლიავში შედის ანთოციანები, რომელიც ადამიანს კიბოსა და გულის დაავადებებისგან იცავს და ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!

სერიული მკვლელი

ისტორიები 1716067761

მკვლელი კვალს პომადით ტოვებდა - უილიამ ჰეირენსის საქმის დეტალები

უილიამ ჰეირენსი, ცნობილია როგორც „პომადის მკვლელი“ - მან 1946 წელს აღიარა სამი საზარელი მკვლელობა ჩიკაგოში და შემდეგ მთელი ცხოვრება - 65 წელზე მეტი - ციხეში გაატარა.პირველად ჰეირენსის მკვლელობის შესახებ 1945 წელს გახდა ცნობილი, ორი ქალის, ჯოზეფინ როსისა და ფრენსის ბრაუნის ცალ-ცალკე მკვლელობის შედეგად. მეორე მკვლელობის ადგილზე, ტუჩსაცხით კედელზე დატოვებული იყო შემდეგი წარწერა: „ღვთის გულისთვის, დამიჭირე სანამ მეტს მოვკლავ. მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს”.ფრენსის ბრაუნის მკვლელობიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 1946 წლის 7 იანვარს, 6 წლის გოგონა გაუჩინარდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მკვლელმა ის დაახრჩო და ცხედარი ახლომდებარე შენობის სარდაფში გადაიტანა, სადაც გოგონას სხეული დაანაწევრა. მისი თავი კანალიზაციაში იპოვეს, სხეულის სხვა ნაწილები კი მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული. მედიამ მკვლელობას საუკუნის დანაშაული უწოდა.თითქმის ექვსი თვის შემდეგ, მისტერ ჰეირენსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ქურდობისთვის დააკავეს. პოლიციამ მკვლელობისთვის ბრალი მას თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ წაუყენა. მისტერ ჰეირენსმა აღიარა დეგნანის მკვლელობა.მისტერ ჰეირენსი ამბობდა, რომ ციხეში სცემეს და ჩვენების მიცემა აიძულეს. ის აპირებდა  ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე ერთი სამუდამო ვადის სანაცვლოდ. ამის შემდეგ პროკურორებმა უფრო მეტი მტკიცებულებები შეაგროვეს. ჰეირენსის თქმით, მსგავს ჩვენებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ სიკვდილით დასჯა აეცილებინა თავიდან. 2002 წელს შეწყალების ერთ-ერთ შუამდგომლობაში, მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში „პროკურატურის გადაცდომა იყო“. სრულად