ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1714811989

The American Conservative წერს, რომ გამჭვირვალობის კანონი გონივრულია - საქართველოში ვერ ითვალისწინებენ, რომ მსოფლიოში უხვად არიან მემარჯვენე-კონსერვატორები, რომლებიც იცავენ მათი ქვეყნების სუვერენიტეტს - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა The American Conservative-ის სტატიას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია და კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული.ანალიტიკოსის თქმით, ფსევდოლიბერალური საგარეო აქტორების გზავნილები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ასახავენ მათი საზოგადოების უმრავლესობის აზრს ისევე, როგორც ჰოლივუდი არ წარმოადგენს ამერიკული ოჯახების და რაც მთავარია, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სულისკვეთებას.“საქართველოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გაბატონების მოსურნეები ვერ ითვალისწინებენ იმასაც, რომ მსოფლიოში უხვად არიან მემარჯვენე-კონსერვატორები, რომლებიც იცავენ მათი ქვეყნების სუვერენიტეტს, მოითხოვენ მეტ გამჭვირვალობას, აზრთა სხვადასხვაობის პატივისცემას და სოლიდარულნი არიან ამის დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოებისადმი.რასაკვირველია, ინტერნეტიზაციისას, აქტუალური გლობალური ტენდენციები არავის გამოეპარება ჩვენს ქვეყანაში.ფსევდოლიბერალური საგარეო აქტორების გზავნილები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ასახავენ მათი საზოგადოების უმრავლესობის აზრს ისევე, როგორც ჰოლივუდი არ წარმოადგენს ამერიკული ოჯახების და რაც მთავარია, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სულისკვეთებას.ამერიკელ კონსერვატორთა ერთ-ერთი წამყვანი მედიაპლატფორმა The American Conservative წერს, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია. სტატიის ავტორი, უფროსი რედაქტორი, მკვლევარი ჰელენ ენდრიუსი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს კანონი დაგმო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების გამჟღავნების უზრუნველყოფა გონივრული სიფრთხილეა.„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“, - წერს ავტორი და დასძენს:"რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტს? კანონპროექტის ოპონენტები მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და გულისხმობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შიდა პოლიტიკაში საგარეო ჩარევის აღკვეთის ხელის შეშლით ერთიანდება პუტინთან. ეს შეურაცხყოფა უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და უარს რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატისტები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებთ თავიანთი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება. მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა... ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით. ბევრი მათგანი თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას"...The American Conservative -ის უფროს რედაქტორს მიაჩნია, რომ ქართული კანონპროექტი "ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული. საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც. რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“.-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1714811862

ლევან ნიკოლეიშვილი The American Conservative სტატიაზე: არც ისეა საქმე, თითქოს მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს, რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით, გააკრიტიკა დასავლეთი

არც ისეა საქმე, რომ თითქოსდა, მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს. რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით, გააკრიტიკა დასავლური პოლიტიკური ელიტა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი The American Conservative-ი სტატიას იმის დესახებ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გონივრულია.ექსპერტის განცხადებით, კარგია, რომ ამერიკელებს აქვთ საშუალება, სიმართლესაც გაეცნონ, შესაბამისად დასკვნები რეალობის გაცნობის შედეგად გამოიტანონ.„არც ისეა საქმე, რომ თითქოსდა, მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს. რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით გააკრიტიკა, დასავლური პოლიტიკური ელიტა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, ამჯერად, გამოცემა The American Conservative-ი წერს, რომ კანონი .„უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია! სტატიის ავტორი ჰელენ ენდრიუსი, პირდაპირ დაუფარავად ამბობს შემდეგს: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“. ავტორი იქვე შეკითხვასაც სვამს „რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტის?“ ჰელენ ენდრიუსი, საკმაოდ კარგად არის გარკვეული, რომ საქართველოში 25 000 არასამთავრობო ორგანიზაციიდან უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ადგილობრივი დაფინანსება, უფრო მეტიც მათი დაფინანსება მოდის მსოფლიო ბანკიდან, USAID-იდან ან ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან. ავტორი ხაზს უსვამს, არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით, თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას, ფაქტობრივად პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოადგენენ. მათგან განსხვავებით მმართველი პარტიის ლიდერებს სინამდვილეში მართლაც აწუხებს თავიანთი ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება, შესაბამისად მათი წუხილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა, არამედ სრულიად გასაგებია. ძნელია არ დაეთანხმეო, სტატიის ავტორს, როცა ის ამბობს კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებაში, კანონის მიხედვით მათ ექნებათ ერთგვარი ვალდებულება გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა გამჭვირვალედ აისახოს. იმ დროს საგარეო ჩარევა არჩევნებსა და საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ სახიფათო თემა გახდა თვით ამერიკის პოლიტიკაში, „რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“, ამბობს ჰელენ ენდრიუსი. კარგია, რომ თავად ამერიკელებს აქვთ საშუალება, ამჯერად სიმართლესაც გაეცნონ, შესაბამისად ეს იქნებ ერთგვარი საშუალება არა ბრმად და გაუაზრებლად გააკეთონ დასკვნები, არამედ რეალობის გაცნობის შედეგად“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ლგბტ

მსოფლიო 1714811610

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს

კოსოვოს მთავრობა მაისში ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას გეგმავს. Euractiv-ის ცნობით, ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა.„კოსოვოს სურს, გახდეს დასავლეთ ბალკანეთის მეორე ქვეყანა [მონტენეგროს შემდეგ], რომელიც მისცემს მოქალაქეებს უფლებას, დაარეგისტრირონ ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირები. ვმუშაობთ, რათა უახლოეს მომავალში ეს რეალობად იქცეს“, - განაცხადა კურტიმ.აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მცდელობა კოსოვოს პარლამენტში 2022 წელს ჩავარდა. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კოსოვო იქნება პირველი ქვეყანა, მუსლიმური უმრავლესობით, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს. 2011 წლის აღწერის თანახმად, მოსახლეობის 95,6% თავს მუსლიმს უწოდებს. შარშანდელი გამოკითხვის თანახმად, ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზებას მოსახლეობის მხოლოდ 20% უჭერს მხარს.ინიციატივის დასამტკიცებლად ალბინ კურტის პარტიას 11 ოპოზიციონერი პარლამენტარის ხმები დასჭირდება.

სასაფლაო

საზოგადოება 1714810935

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე აღდგომის დღესასწაულზე

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. როგორც სასულიერო პირები გვეუბნებიან, მთავარია აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.ქრისტიანული მრწამსით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საიქიო სამყაროში გადაინაცვლებს, რაც მასთან კიდევ შეხვედრის შანსია. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი, მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, საყოველთაო აღდგომას, მარადიულ სიცოცხლეს ეძღვნება.აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს.თეოლოგთა აზრი სასულიერო პირებისას ემთხვევა. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და მას თავიდანვე განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა.საეკლესიო კანონიკის მიხედვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ საფლავზე გასვლა შეგვიძლია, თუმცა მხოლოდ სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად.

მაცხოვრის საფლავი

საზოგადოება 1714809352

მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში წელს სპეციალური წესები მოქმედებს

 იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის კარი მორწმუნეთათვის ახლახან გაიღო.მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაზე დაიშვებიან ის ადამიანები, რომლებსაც სპეციალური საშვები გააჩნიათ. ისრაელსა და ჰამასს შორის არსებული ვითარების გამო, უსაფრთხოების ნორმები მთლიანად იერუსალიმში განსაკუთრებულად გამკაცრებულია.ამასთან, არაბი მართლმადიდებლები წელს ტაძარში ხმაურით, დაფდაფებით და ყიჟინით აღარ შევლენ, როგორც ამას ძველი ტრადიცია ითვალისწინებს. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი არის ომი, რომელმაც ბევრ ადამიანს ტკივილი მოუტანა. აღნიშნულით ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს.ტაძარში იერუსალიმის პატრიარქის მიბრძანების შემდეგ მორწმუნეები მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან.