ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

პროკურატურა

სამართალი 1714138517

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო  დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1714137686

როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა - მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე

შეცდომაში მათ შეჰყავთ საზოგადოება, როდესაც საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ევროკავშირმა შეიძლება სავიზო რეჟიმი გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის შეცდომაში შეყვანა, როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოსდა მას შეუძლია როგორც რუსეთი აკეთებს, რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ასე გამოიყენოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.ბოჭორიშვილმა განმარტა, თუ რა საფუძვლები და პროცედურებია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის საჭირო. მისი თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, როდესაც კონკრეტული დაინტერესებული პირების მხრიდან ასე მარტივად ხდება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბარი და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად მისი განხილვა."ევროკავშირი ეფუძნება იმ წესებს, რომლებიც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებს შორის და ეს წესები გაწერილია ზუსტად იმ დოკუმენტებში, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აფრიალებენ, თუმცა, არავინ ააშკარავებს, რა საფუძვლებია განსაზღვრული იმისათვის, რომ თუნდაც ის პროცედურა დაიწყოს ევროკომისიამ და დაიწყოს საკითხის შესწავლა. ერთი, რომ უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დასაბუთებული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მას, მის უსაფრთხოებას ექმნება მიგრაციის საფრთხე, ან ჩვენს ქვეყანასთან არ აქვს სათანადო თანამშრომლობა და ეს უქმნის მის უსაფრთხოებას საფრთხეს და გაზრდილია კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით საქართველოდან მომდინარე საფრთხეები. ამის საფუძველზე უკვე ევროკომისიას შეუძლია საკითხის შესწავლა, თუმცა, შეჩერების მექანიზმი არის ის ბოლო ინსტანცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქვეყანა არ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმ საფრთხეების აღმოფხვრის კუთხით, რასაც რომელიმე წევრი ქვეყანა გააჟღერებს, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რომლის მექანიზმის ამუშავების პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები ყველა წევრი სახელმწიფოდან და როდესაც მზადდება წინაპირობები, რასაც ევროკომისია წარუდგენს უკვე შემდგომ საბჭოს და ევროპარლამენტს, შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივი უმრავლესობით, რაზეც აპელირებენ. ეს არის სწორედ შეცდომაში შეყვანა, როდესაც ასე მარტივად აყენებ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როგორც თითქოსდა პოლიტიკური ინსტრუმენტის საკითხს საქართველოს წინააღმდეგ." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.Write to ოცნება - პრაიმ თაიმი

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1714137446

ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა - მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე ისაუბრა.ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა.„რაც შეეხება სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რეალურად ეს აჩვენებს სწორედ ზუსტად რა აწუხებთ მათ, ვინც ამგვარი რეზოლუციის ინიციირებით არიან დაკავებული საქართველოს წინააღმდეგ. რეალური მიზანი არის, რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე, იმისათვის, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდეს კიდევ ერთი ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს ერთგვარად დამნაშავეების გმირებად შერაცხვა, რაც არაერთხელ ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ სწორედ იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ახლაც ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო მოთხოვნებით თითქოსდა მას რაიმე ჰუმანიტარული საჭიროება აქვს ამისათვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1714136914

წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს - მაკა ბოჭორიშვილი

ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც ასე ტირაჟირებენ ჩვენი ოპონენტები, კარგად გამოაჩინა მათი რეალური მიზნები - რა მიზნები აქვთ საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით და საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უვიზო რეჟიმს საქართველომ სწორედ არსებული ხელისუფლების საქმიანობის შედეგად მიაღწია. როგორც ბოჭორიშვილი განმარტავს, როგორც უვიზო რეჟმის მიცემა, ისე გაუქმება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, წარმოუდგენელია ამ ნაბიჯის გადადგმა წევრი სახელმწიფოების თანხმობის გარეშე.„უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად და ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს არის სწორედ ჩვენი საქმიანობის საფუძველზე მიღწეული ის შედეგი, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება გაუქმებას - როგორც უვიზო რეჟიმის მიცემაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიმე სახელმწიფოსთვის, ასევე გაუქმებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე ამის გაკეთება.“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმამან ასევე ისაუბრა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც და განაცხადა, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით ეს საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად, არ არის პანიკის და აჟიოტაჟის საფუძველი. „რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, რაზეც დღეს დაიწყეს საუბარი, შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და დღეს არის შეთანხმებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ემსახურება ერთ მიზანს, რომ მაქსიმალურად მოხდეს წევრი ქვეყნების წუხილების დაკმაყოფილება, როდესაც საქმე ეხება არალეგალური მიგრაციის გაზრდას და ზოგადად, მიგრაციიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს და ამის არც პანიკის და იმ აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს, რა აჟიოტაჟიც არის ატეხილი. ეს არის ძალიან კარგად გაწერილი პროცესი, თუკი ასეთი საფრთხის ქვეშ დგას რომელიმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომ მას საფრთხე ექმნება მიგრაციული ნაკადებისგან ან რეადმისიის შეთანხმების არშესრულებისგან, მათ აქვთ უფლება, ევროკომისიას მიმართონ და ევროკომისიამ დაიწყოს მსგავსი პროცედურა, თუმცა, ამის საფუძვლები არის ძალიან კარგად გაწერილი და ეს საფუძვლები საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. ასევე, ჩვენ ევროკომისიასთანაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ მსგავსი საფრთხე საქართველოს არ შეჰქმნოდა თუნდაც ამ წლების განმავლობაში რაც ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვალუტა

ფინანსები 1714136835

ვალუტის კურსი შეიცვალა - ნახეთ, რა ეღირება ლარი უქმეებზე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6760 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8713 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა