ანა დოლიძის სარჩელი მოსამართლეების მხრიდან მის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილეს, დოლიძე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

11:43 06-07-2018
137
თეგები: ანა დოლიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას. ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. მე ვაპირებ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში, რადგან არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის საბჭოს წევრი დასაჯონ და ჩამოაცილონ საკუთარი ფუნქციების განხორციელებას – განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უვადოდ გამწესების პროცესში მოსამართლეთა მხრიდან მისი აცილების შესახებ ასაჩივრებდა.

დოლიძის ინტერესებს საია იცავდა.

საბჭომ რამდენიმე თვის წინ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე ​გასაუბრება ჩაატარა, რომლის დროსაც 14-მა მოსამართლემ ანა დოლიძის აცილების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს არამოსამართლე წევრის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა და დავა სასამართლოში გადაწყვიტა.

ავტორი: