ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

რაისი

მსოფლიო 1716137225

მაშველები ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე მივიდნენ

ერთ-ერთმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა მიაღწია ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის სავარაუდო დაშვების ადგილზე. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა პირჰოსეინ კოლივანდმა განაცხადა.შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა.ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“.

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი

პოლიტიკა 1716136806

„ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს“ - ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი კანონზე

2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა მის ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე და მისთვის გასაგებია საქართველოს მთავრობის პოზიცია არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. პაველ ბლაჟეკის თქმით, არასწორია, საქართველოს ხელისუფლებას რუსული ეწოდოს.აღნიშნული კომენტარის გამო  ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გააკრიტიკა ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს წითელი ბარათით დაემუქრა თუ ის არ შეწყვეტდა „პრორუსი აგენტების“ დაცვას.პაველ ბლაჟეკმა აღნიშნულ განცხადებას გრეგოროვასთვის დამახასიათებელი ზედაპირული ტყუილი უწოდა და მოიყვანა მის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან ამონარიდები:„ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს. ქართველებს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება.  ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ემპათიურები მათი სიტუაციის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მათი შეფასება“.„მან ამიხსნა, რამდენად რთულია მათი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსების მიერ არის ოკუპირებული. არ მინდა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული იარლიყი მიენიჭოს. დასავლეთი არასოდეს გაგზავნის იქ ჯარს. ისინი შეჩვეულები არიან რუსული არმიის პირისპირ ყოველთვის მარტო ყოფნას. მათ შეიძლება ჩვენი შეხედულებებისგან განსხვავებულად იმოქმედონ, მაგრამ ისინი მარტონი არიან“. - ციტირებს საკუთარ ინტერვიუდან ამონარიდს  სოციალურ ქსელ X-ზე  პაველ ბლაჟეკი.https://twitter.com/blazek_p/status/1791740512489050276?s=46&t=Bkh-eDvTTM3h-jekoLCxvw https://twitter.com/blazek_p/status/1791740512489050276?s=46&t=Bkh-eDvTTM3h-jekoLCxvw 

მათე

საზოგადოება 1716136178

,,მადლობა ყველას, ვინც მათეს გვერდში ედექით, გულში გიკრავთ, ძვირფასო ადამიანებო!…შენ, ულამაზესი და ძალიან დიდი მომავალი გაქვს” – მათე მარტიაშვილი ,,რანინას” ნახევარფინალში ვერ გადავიდა

მათე მარტიაშვილი მუსიკალური საბავშვო კონკურსის ,,რანინას” ნახევარფინალში ვერ გადავიდა.მომღერლის დედა, თინათინ ჭულუხაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მათეს გულშემატკივრებს მიმართავს.,,მე თქვენ მიყვარხართ!.. მადლობა, მადლობა გულშემატკივრობისთვის…დაუსრულებლად გმადლობთ, ყველას ვინც მათეს ლოცავდით, გვერდში ედექით… გულში გიკრავთ, ძვირფასო ადამიანებო!მათემ უკვე მოგვიტანა გამარჯვების სიხარული-ხალხის სიყვარული!..მადლობა ,,რანინას” ყველა შესაძლებლობისთვის! ჩვენ ამ დიდ, შემოქმედებით ჯგუფს შევუერთდით და დავრჩით მათი ოჯახის წევრად…მათე, მადლობა ყველა ემოციისთვის, სიხარულის უამრავი ცრემლისთვის!შენ ულამაზესი და ძალიან დიდი მომავალი გაქვს, დედი!ვამაყობ შენით!”, – წერს თინათინ ჭულუხაძე.

ხამეინის მრჩეველი

მსოფლიო 1716135677

ალი ხამენეიმ ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში ხისტად დაეშვა.ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილას მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

სარდალიშვილი

სპორტი 1716135568

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

აბუ-დაბიში, ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.მან ფინალურ შეხვედრაში იანგ იუნგ ვეის სძლია და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედალი მოუტანა.ფინალურ დაპირისპირებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია.მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი;73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე;90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი;+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი;57 კგ - ნინო ლოლაძე;63 კგ - ეთერ ასკილაშვილი;78 კგ - სოფიო სომხიშვილი.