ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ავარია

ტაბლოიდი 1714162171

ავარია ავლაბარში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში.როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე 2 საპატრულო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არიან.

ლიზა ქონიაძე

ტაბლოიდი 1714160921

VIDEO: ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს - ნახეთ, ემოციური კადრები

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილეს, ლიზი ქონიაძეს ხელი სთხოვეს. „და მე ვთქვი, დიახ“, – წერს ლიზი და გამომწერებს ემოციურ კადრებს უზიარებს.ნახეთ კადრები: ⬇️ 

tatia sharangia

ტაბლოიდი 1714160579

როგორ გამოიყურებოდა თათია შარანგია წლების წინ - ფოტოები

ტელეწამყვანი თათია შარანგია უფროსი ვაჟის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, არქივიდან ფოტოები გაგვიზიარა.„ერთად გავიზარდეთ,“ - წერს პიანისტი.ნახეთ ფოტოები, როგორ გამოიყურებოდა შარანგია წლების წინ ↓

წვიმა

საზოგადოება 1714159763

მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა - ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-29 აპრილს ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1714159080

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ხელსაყრელი მომენტი და გავლენიანი ნაცნობობა, მაგრამ ნუ დაკარგავთ წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანების ნდობას.კუროყოველი მოქმედება კარგად გათვალეთ და მოიფიქრეთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, მაგრამ იმოქმედეთ თავდაჯერებულად.ტყუპებიშეცვალეთ ის, რაც თქვენში თვითონვე არ მოგწონთ და გააანალიზეთ თქვენი მიზნები და სამომავლო ამოცანები.კირჩხიბიიყავით გულუხვი და გულმოწყალე. ახლა გაკეთებული სიკეთე მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ.ლომიდადებითი ემოციები და ჰარმონიული შეხვედრები ურთიერთობებს გაგილამაზებთ და პოზიტივით აგავსებთ. შინაგანი ხმა სწორ გზაზე გაგიყვანთ.ქალწულიდაასრულეთ წარსული, გაიქარწყლეთ წყენა და კონცენტრირდით დღევანდელ რეალობაზე. მალე ყველაფერი დასტაბილურდება.სასწორიდატკბით და ისიამოვნეთ დღევანდელი დღით, თქვენს წინ ახალი პერსპექტივები წარმატებას გპირდებათ.მორიელიმოიკრიბეთ ძალები, კარგად დაისვენეთ და გაიხსენეთ ძველი გატაცებები, სწორედ ახლა გეძლევათ მრავალფეროვანი შესაძლებლობები.მშვილდოსანიმიხედეთ პირად ცხოვრებას და საკუთარი სურვილები წამოსწიეთ წინ, ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, რათა თქვენი ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი და მტკიცე.თხის რქაამ პერიოდში, კარგი იქნება გაიმდიდროთ თქვენი სულიერი ცოდნა და წვლილი შეიტანოთ საქველმოქმედო სფეროში, დაეხმაროთ მათ, ვინც ამას საჭიროებს.მერწყულითამამად დაგეგმეთ მომავალი. იფიქრეთ საკუთარი საქმის წამოწყებასა ან განვითარებაზე. გამოამჟღავნეთ თქვენი დაფარული ძალები და შესაძლებლობები.თევზებიყველაფერი თავისი გზით მიდის. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნუ იღელვებთ. კარგად დაისვენეთ და მოემზადეთ მომავალი წარმატებებისთვის.