ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ძილი

რჩევები 1715707029

არ დაწვეთ ფეხებით კარისკენ - როგორ უნდა დაიძინოთ სწორად, რომ ცხოვრებაში ყველა უბედურება თავიდან აიცილოთ

კარის მიხურვისას, როდესაც დასაძინებლად მივდივართ, ბევრი ჩვენგანი არ ფიქრობს იმაზე, როგორ დაიძინოს სწორად. მაგალითად, ფენშუის სწავლებები არ გირჩევენ ფეხებით კარისკენ ძილს, რადგან ძილის დროს ადამიანის ენერგია ადვილად მიედინება კარში. კარი სხვა სამყაროს პორტალად მიიჩნევა. ძილის დროს, კარიდან გასული სული შეიძლება დაიკარგოს და უკან აღარ დაბრუნდეს. კარს ასევე შეუძლია გააღოს კარიბჭე სხვა სამყაროში, საიდანაც ბოროტი არსებები შეიძლება მოვიდნენ და შეეცადონ დაიპყრონ მძინარე ადამიანის სული. ასეთი სიტუაციის პირველი ნიშანი არის კოშმარები.ცრურწმენების თანახმად, კარისკენ ფეხებით ძილი ნიშნავს სიკვდილის მოწვევას. ამიტომ, კარისკენ თავით ძილი თქვენი კომფორტისთვის ერთადერთი ვარიანტია.საძინებელში სარკეები არ უნდა ჩამოკიდოთ, რადგან ძილის დროს მასში ადამიანი არ უნდა აირეკლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უბედურება შეგექმნებათ. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ოჯახურ ურთიერთობებზე. თუ საჭიროა ყოველ დილით შეხედოთ თქვენს ანარეკლს, უმჯობესია სარკე დაკიდოთ კარადის შიგნიდან.სახლის მცენარეები არ უნდა მოათავსოთ საძინებელში, რადგან მათ შეუძლიათ დღისით ჟანგბადის გამომუშავება, ჰაერის გაწმენდა, საღამოს კი ჟანგბადის გამოყენებით სუნთქავენ ისევე, როგორც ადამიანები. ძილის წინ შეგიძლიათ გახსნათ ფანჯარა ან გადაიტანოთ მცენარეები სამზარეულოში.განათებულ ოთახში არ დაიძინოთ. ეს სულაც არ არის ცრურწმენა, არამედ სამედიცინო ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ აუცილებელია ძილი სრულ სიბნელეში. ოთახში სინათლის წყაროს გამო ადამიანის ორგანიზმში მელატონინის გამომუშავება ირღვევა. ამ მხრივ ადამიანი გრძნობს დაღლილობას. იმისათვის, რომ სხეული გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციას, ადამიანი იწყებს ჭამას.

მაკრონი

მსოფლიო 1715706818

მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა საფრანგეთისგან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა საფრანგეთისგან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს.საფრანგეთის ლიდერმა ასევე დაგმო რუსეთის თავდასხმების გააქტიურება უკრაინაზე, კერძოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე რუსეთის შეტევა ხარკოვის ოლქის სასაზღვრო ზონაში.მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა საჭირო მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას.

შეხვედრა

პოლიტიკა 1715706131

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო"ბრაიენს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო"ბრაიენს შეხვდა.მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, განიხილეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს.შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.

ივანე გერკეული

საზოგადოება 1715706002

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს."რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი "ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად." - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ბრაიენი

პოლიტიკა 1715705516

ჯიმ ობრაიენი: 30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას

30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, დაუახლოვდეს ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის თანაშემწემ თბილისში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ - ამერიკელები და ამერიკა ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა არის თუ არა კიდევ გაზიარებული საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან ვდგავართ საქართველოს გვერდით, განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას - ქვეყნის განვითარებას, თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს განვითარებას და ა.შ.“ - განაცხადა ობრაიენმა.