„შენ ყველაფერი ხარ, რაზეც შეიძლებოდა, მეოცნება" - ვიქტორია ბეკჰემმა მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად  მიულოცა

ბეკჰემები

ცოტა ხნის წინ დევიდ ბეკჰემმა 50 წლის იუბილე იზეიმა. ვიქტორია ბეკჰემმა მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად  მიულოცა. 
 
სოციალურ ქსელში ვიქტორია ასეთ სიტყვებს წერს:
„ჩემი ყველაფერი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, სულის მეგზური, საუკეთესო პარტნიორი ცეკვაში და მთელი ცხოვრების განმავლობაში.  როგორც ეს სიმღერაშია ნათქვამი - „ჩვენ ვიწყებთ და ვასრულებთ როგორც ერთი მთლიანობა, მუდამ შეყვარებულები. „ როგორ გამიმართლა! შენ ყველაფერი ხარ, რაზეც შეიძლებოდა მეოცნება და ამაზე მეტიც კი. გილოცავ 50 წლის იუბილეს, უსასრულოდ მიყვარხარ და მიყვარს ჩვენი ულამაზესი ოჯახი. შენ ავსებ ჩემს ცხოვრებას“.
 
ვიქტორია ბეკჰემმა  მეუღლესთან ერთად გადაღებული ვიდეოც გაამოქვეყნა, სადაც წყვილი საკულტო სიმღერაზე ცეკვავს. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham)