ბათუმის N37 საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ბათუმის N37 საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„37-ე საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ჩვენი ძვირფასი თანამშრომლის, ნანა ქიქავას გარდაცვალების გამო.  

ნანა ქიქავა, იყო კეთილშობილი, გულისხმიერი და პასუხისმგებლიანი კოლეგა, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენს გუნდში.

მისი სიკეთე და პროფესიონალიზმი მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცნობდა და უყვარდა იგი. გისურვებთ მოთმინებასა და ძალას ამ მძიმე წუთებში,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.