1746351313
გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა - წლების წინ მომხდარი მძიმე საქმის დეტალები

2016 წელს გორში შემაძრწუნებელი ფაქტი დაფიქსირდა - მამამ საკუთარ 9 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა განახორციელა.
ჩვენებაში, რომელიც დაზარალებულმა სასამართლოს მისცა ვკითხულობთ, რომ მამა შვილზე ძალადობდა სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა.
2016 წლის 3 თებერვალს სახლში იმყოფებოდნენ თავად, მამა (ვ. მ.) და პაპა, ხოლო დედა და ძმა იმ დროისთვის საავადმყოფოში იყვნენ. მისი თქმით, ის მძინარე იყო, როდესაც ხმაურზე გაეღვიძა და შეამჩნია, რომ ვ. მ. ალკოჰოლურ სასმელს სთავაზობდა პაპას, შემდეგ კი, როცა იგი დააძინა, მივიდა ზ. ნ.-სთან და განახორციელა მასზე ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც სექსუალური ხასიათის იყო.
დაზარალებულის თქმით, მან წინააღმდეგობა სცადა და დაიყვირა, თუმცა ვ. მ.-მ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა. შიშის გამო დაზარალებულს შემდგომი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ შემდეგ დილით, დაზარალებულმა თავი მოიმძინარა და ვ. მ.-ს წასვლის შემდეგ დაუკავშირდა დედას — ლ. ნ.-ს და გააცნო მომხდარი. დედამ დაუყოვნებლივ აცნობა ზ. ნ.-ს ბებიას, რომელმაც იგი წაიყვანა სოფლის საბჭოში, სადაც დაზარალებულმა ფაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც გამოიძახეს პოლიცია.
დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ვ. მ. ადრეც ხშირად სცემდა როგორც მას, ისე დედასა და პაპას, მათ შორის მძიმე ფორმებით. ასევე აღნიშნა, რომ სექსუალური ხასიათის ძალადობა მასზე წარსულშიც რამდენჯერმე განხორციელებულა.
საქმე სამივე ინსტანციამ განიხილა, ბრალდებულს სასჯელის სახით 21 წელი და 6 თვე განესაზღვრა.