1746303287
„უკრაინის ხელისუფლების რეაქცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის ინიციატივაზე, უკრაინის გამოცდაა, რამდენად მზადაა მშვიდობისთვის“ - დიმიტრი პესკოვი

"უკრაინის ხელისუფლების რეაქცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის ინიციატივაზე, უკრაინის გამოცდაა, რამდენად მზადაა მშვიდობისთვის," - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის მზაობის შესახებ არაორაზროვანი და ცხადი უნდა იყოს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს. რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის დეესკალაციას დღესასწაულებზე," - განაცხადა პესკოვმა.