რომის პაპის არჩევამდე სამი დღე დარჩა - ვატიკანმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

ვატიკანი

რომის პაპის არჩევამდე სამი დღით ადრე ვატიკანში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გაამკაცრეს.

24 საათიანი პატრულირება ხდება ვატიკანის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი წმინდა პეტრეს მოედანზე.

უსაფრთხოებას პოლიციასთან ერთად არმიაც იცავს.

80 წლამდე ასაკის 133 კარდინალი სიქსტის კაპელაში კონკლავზე 7 მაისს შეიკრიბება.