ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
დედაქალაქის მერის განცხადებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის მიერ შანხაის თეატრთან კონტრაქტის გაფორმების საკითხზე აქცენტის გაკეთება არ სურს.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ზოგადად არსებობს ორმაგი სტანდარტი - რაც აწყობთ, იმას აკეთებენ, თუმცა, საზოგადოება რეალობას კარგად ხედავს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვაკეთებ აქცენტს. მაგალითისთვის, ავიღოთ თუნდაც რუსეთი და რუსული ესტრადა. ჩვენ გვახსოვს საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერლები, რომლებმაც კარიერა რუსეთში აიწყვეს, უამრავ კონცერტს მართავდნენ, საქართველოში ცხოვრობდნენ და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ კონცერტების გასამართად. შემდეგ აქციებზე გამოდიოდნენ პოლიტიკური შეძახილებით და გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთი ცუდია, თითქოს ჩვენ მივდიოდით რუსეთისკენ, მაშინ როცა ყოველკვირა რუსეთში დადიოდნენ. ზოგადად, მათი დამოკიდებულება არის ორმაგი სტანდარტი, როგორც აწყობთ და რაც აწყობთ, იმას ამბობენ და აკეთებენ, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს და რეალობას ხვდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.