1692302192
სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა - მასში ერთი ავტომობილი მოჰყვა - რა დეტალებია ცნობილი

მეწყერი ჩამოწვა დილის საათებში ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
არსებული ინფორმაციით, მეწყერში მოყვა ერთი ავტომობილი ორი მგზავრით, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.
სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.