ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა სტუმრებს ქორწილში საჩუქრების მიტანა აუკრძალეს და ერთი პირობა დაასახელეს

ლორენ სანჩესი

მილიარდერმა და მისმა საცოლემ სტუმრებს ქორწილში საჩუქრების მიტანა აუკრძალეს. თუმცა, სანაცვლოდ, მათ სხვა პირობა დაასახელეს, რომლის შესრულებაც ყველას მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ მოსაწვევებში არა მხოლოდ ქორწილის დღე და ადგილია მითითებული, არამედ წყვილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა აქვს. ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი სტუმრებს სთხოვენ, რომ ქორწილში საჩუქრები არ მიიტანონ. სამაგიეროდ, მათ მოუწოდებენ, რომ ვენეციის განვითარებისათვის შემოწირულებები გაიღონ. თანხა იუნესკოს ვენეციის ფილიალს, ლაგუნის მნიშვნელოვანი ეკოსისტემების შემსწავლელ ორგანიზაციას, ასევე ვენეციის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაერიცხება. 

„ამ ჯადოსნურმა ადგილმა დაუვიწყარი მოგონებები გვაჩუქა. ვიმედოვნებთ, რომ ამ ძალისხმევისა და თქვენი მონაწილეობის წყალობით ვენეცია ​​მომავალ თაობებს კვლავაც აღაფრთოვანებს." - ნათქვამია მოსაწვევში.

ნახეთ: „საუკუნის ქორწილი“ დაიწყო - 27 საქორწინო კაბა, 90 კერძო თვითმფრინავი და მსოფლიო ვარსკვლავები სტუმრებს შორის