იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
New York Times-ის სპორტულ პლატფორმა The Athletic-ზე საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია ქვეყნდება, რომელიც თავიდან-ბოლომდე ხვიჩას ბავშვობას მიეძღვნა.
გთავაზობთ ერთ-ერთ ეპიზოდს:
როდესაც ხვიჩა კვარაცხელია 18 წლის იყო, ბადრი კვარაცხელიას გულზე სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ოჯახს კი საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. ამ დროს, ხვიჩა პროფესიონალურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა და მალევე, პროფესიონალური კონტრაქტიც გააფორმა.
ბადრი კვარაცხელია იხსენებს, რომ როდესაც ხვიჩამ პირველი ხელფასი აიღო, მან მთლიანი თანხა მამას მისცა, რითაც ბადრიმ ოპერაცია გაიკეთა - „მას კითხვაც კი არ დაუსვამს. მთელი თავისი პირველი ხელფასი მე მომცა“.
ამის შემდეგ ჟურნალისტი კითხვით უკვე მაკა ლუკავასკენ გადადის, რომელიც ხვიჩასა და მისი უფროსი ძმის, ნიკა კვარაცხელიას ურთიერთობას იხსენებს:
„ჩვენი პირველი ვაჟი ხვიჩაზე ხუთი წლით უფროსია. ხვიჩას მუდმივად უფროს ძმასთან სურდა ყოფნა. როდესაც 5 წლის გახდა, შევამჩნიეთ, როგორ მისდევდა ხოლმე. ხვიჩა ძალიან სწრაფად მირბოდა და შემდეგ 90 წუთით შეეძლო შემობრუნება ისე, რომ სისწრაფეს არ კარგავდა“.