„საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

ელენე ექვთიმიშვილი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 21 წლის ელენე ექვთიმიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მკვიდრია.

გოგონას ხვალ, 20 ივნისს, სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი ქალაქ ახმეტის №2 საჯარო სკოლამ გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გამორჩეული და საყვარელი კურსდამთავრებულის, ელენე ექვთიმიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ის ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება, როგორც განსაკუთრებული, კეთილშობილი და სიცოცხლით სავსე გოგონა.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები თანაგრძნობას ვუცხადებთ ელენეს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სკოლის სამძიმარში.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე სამი დღის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.