ჯარიმები მცირდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1781867439
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.