„საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781899664
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთ მამაკაცს ბრალი წარედგინა თავდასხმის დაგეგმვაში, რომლის მიზანიც გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული Ultimate Fighting Championship-ის (UFC) Freedom 250 ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა დამსწრე პირების მკვლელობა იყო.
გამოძიებაში ჩართულია FBI, რომელთა ცნობით დაკავებული პირები, იარაღს აგროვებდნენ და თავდასხმის გეგმას ამუშავებდნენ.
დაკავებები შაბათ-კვირას ოჰაიოში, მისურიში, ნებრასკასა და კალიფორნიაში განხორციელდა.
FBI-ის მასალების მიხედვით დაკავებულები არიან:
ტაისენ პროპერი - გამოძიების ვერსიით, თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. მის სახლში ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ათასობით ვაზნა და ტაქტიკური აღჭურვილობა. მისი სავარაუდო სამიზნე კონგრესის რამდენიმე წევრი იყო.
ბრაიან როა - კალიფორნიაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მისგან ამოიღეს შაშხანა, პისტოლეტი, საბრძოლო აღჭურვილობა, ვაზნები და სხვა მოწყობილობები.
მაიკლ თომასი - ბრალდების მიხედვით, მონაწილეობდა თავდასხმის ორგანიზებაში და დაშიფრულ ონლაინ ჩატებში განიხილავდა დრონებისა და სხვა აღჭურვილობის შეძენის საკითხებს.
დენიელ ესკრიჯი - გამოძიების ცნობით, ის აშშ-ის სენატორებსა და სხვა გავლენიან პირებზე შესაძლო თავდასხმებს გეგმავდა.
აბრაამ ალვარესი - გამოძიების ინფორმაციით, დაშიფრულ ჩატებში „შეპარდის“ ფსევდონიმით მოქმედებდა და სავარაუდოდ, ჯგუფის კოორდინაციასა და თავდასხმის დაგეგმვაში წამყვან როლს ასრულებდა.