მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრებმა ავსტრალია 2:0 დაამარცხა

მსოფლიო აშშ ავსტრალია

მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამართული დაპირისპირება ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩი საკმაოდ დინამიკური გამოდგა და ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა.

შეხვედრის სტარტი ამერიკელებისთვის იდეალური გამოდგა - ანგარიში მალევე, მატჩის მე-11 წუთზე კამერონ ბურგესმა გახსნა. ავსტრალიის მცდელობების მიუხედავად, პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, ალექს ფრიმენმა მეორე გოლი გაიტანა და უპირატესობა ორამდე გაზარდა.

გუნდებმა ლიდერობის შენარჩუნება ბოლომდე შეძლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.