ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია აცხადებს, რომ გავრცელებული გამოთქმა – „ბავშვი ძილში იზრდება“ – რეალურ მეცნიერულ საფუძველს ეყრდნობა. მისი თქმით, სრულფასოვანი ძილი ბავშვების ზრდის, განვითარებისა და ორგანიზმის აღდგენისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
სპეციალისტის განმარტებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დროს ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი პროცესები, მათ შორის კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემების რეგენერაცია. სწორედ ღამის საათებში ხდება კუნთოვანი ქსოვილების აღდგენა და კუნთის მასის შევსება, რაც ბავშვის ჯანმრთელი ზრდისთვის აუცილებელია.
მარი მალაზონია აღნიშნავს, რომ ბავშვებში ღამით ფეხების ტკივილის შეგრძნება ხშირად სწორედ ზრდისა და ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების შედეგია.
მისი თქმით, ძილის პერიოდში სხეული ინტენსიურად მუშაობს რესურსების აღდგენასა და განვითარების პროცესებზე.
ნუტრიციოლოგი ყურადღებას კვების მნიშვნელობაზეც ამახვილებს.
მისი განმარტებით, ორგანიზმის რეგენერაციას ხელს უწყობს დაბალანსებული კვება, ხოლო ისეთი პროდუქტები, რომლებიც ანთებითი პროცესების გაძლიერებას უწყობს ხელს, აღდგენით პროცესებს აფერხებს.
სპეციალისტის თქმით, სრულფასოვანი ძილი და ჯანსაღი კვება ბავშვის ფიზიკური განვითარების, იმუნური სისტემის გაძლიერებისა და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“