ოკუპირებულ აფხაზეთში 3 წლის გოგონა დაიღუპა - ბავშვი, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო

საავადმყოფო

ტრაგედია დატრიალდა ოკუპირებულ აფხაზეთში. აგუძერაში 3 წლის გოგონა დაიღუპა.

ბავშვი მძიმე ტრავმებით, სახისა და სხეულის მრავლობითი დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ადგილობრივი მედია ბავშვთა უფლებადამცველზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონას, სავარაუდოდ, მშობლებმა სცემეს.

შემთხვევა 7 აპრილს მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია.