მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს

მარიამ შუკაკიძე

ბათუმელი მოდელისა და ინფლუენსერის, მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„ჩემო კეთილო ადამიანებო, ყველა გაიგებდით, რომ სამწუხაროდ, მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ამბავი გულთან მიიტანეთ. რისთვისაც მადლობას გიხდით. მინდა, რომ ყველა ჩემს მეგობარს ესმოდეს, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ სამი ანგელოზი მაჩუქა. რისთვისაც მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ჩემს ყოფილ მეუღლეს მუდამ ბედნიერებას ვუსურვებ. უფლის ნებაა, რაც მოხდა და რაც მომავალში იქნება. არავის მივცემ უფლებას, ჩემი შვილების დედაზე ცუდად ილაპარაკოს. შესაბამისი რეაქციაც მექნება“, – წერს დავით ბოლქვაძე.

ცნობისთვის, მარიამმა დაახლოებით ორი თვის წინ გაამხილა, რომ 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლეს, დავით ბოლქვაძეს დაშორდა. 

ამავე თემაზე: 

„გავრცელდა უამრავი ჭორი..." - მარიამ შუკაკიძე, რომელიც მეუღლეს დაშორდა, გამომწერებს პასუხობს

„მადლობა უფალს, რომ გამომიგზავნა ადამიანი, რომლის გარეშეც სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი...“ - მარიამ შუკაკიძე