„5 შეცდომა, რომელსაც კაპტოპრილის მიღებისას უშვებენ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
1775377938
დღეს სოციალურ ქსელში უმშვენიერესი ქართველი გოგონას მარი სამხარაძის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც შეიძლება ითქვას ინტერნეტი ააფეთქა. 21 წლის ლამაზმანმა მთელი საქართველო აალაპარაკა. „პრაიმ ტაიმმა“ მარი სამხარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- მე ვარ მარიამ სამხარაძე, 21 წლის, სტუდენტი. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ ფოტოგრაფიაზე. სამოდელო სფეროს წარმომადგენლებთან ცოტა ხნის წინ დავიწყე თანამშრომლობა და იმედია რამე გამომივა. კონკრეტულ სააგენტოსთან არ ვთანამშრომლობ, პირველად 2 წლის წინ დავიწყე ჩვენებებში მონაწილეობა და ეტაპობრივად მივიქციე ყურადღება. ფოტოგრაფია და სამოდელო სფერო ბავშვობიდან მაინტერესებს, მაგრამ რატომღაც სწავლა ჩავთვალე პრიორიტეტულად და უარი ვთქვი ყველაფერზე. ბოლო ერთი წელია ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, რადგან სწავლას და გადაღებებს ვუთავსებ ერთმანეთს. რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, ვგეგმავ ამ გზას უფრო აქტიურად გავყვე და საზღვარგარეთაც განვაგრძო მუშაობა.
- ბავშვობაში რატომ არ დაიწყეთ მოდელობა, მშობლების სურვილი არ იყო?
- ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ მოდელი ვყოფილიყავი, მაგრამ მე პრიორიტეტად სწავლა ავირჩიე. მხოლოდ ქართული გენეტიკა არ მაქვს, ბებია მყავს უცხოელი. ჩემი გარეგნობის გამო ხშირად მაქცევდა ხალხი ყურადღებას და ეს ყოველთვის მიკვირდა. მაგრამ დღეს იმდენი კომენტარი წავიკითხე, ალბათ მართლა გამორჩეული ვარ ხალხის აზრით.
- თქვენს ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ელოდით ამას?
- საერთოდ არ ველოდებოდი, გაოგნებული ვარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს. მიხარია ჩემზე ასეთ კარგ კომენტარებს როცა ვკითხულობ. საქორწინო გამოფენა იყო და ის ვიდეოც სწორედ მანდ არის გადაღებული.
- შეყვარებული თუ გყავთ?
- დაკავებული ვარ, დიდი ხანი არაა რაც შეყვარებული ვარ, ჩემი რჩეული არქიტექტორია, მაგრამ პირადზე ბევრს ვერ ვისაუბრებ.