თიკო ჩხეიძე

1775072520

„ძმა, ჩემი ქორწილიდან, მეხუთე დღეს დამეღუპა... ტატა ცხრა წლის იყო, ბავშვებს ეთამაშებოდა, როდესაც ეს უბედურება მოხდა “ - თიკო ჩხეიძე

მოდელმა თიკო ჩხეიძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში იმ განსაცდელებზე ისაუბრა, რომელიც მან, მისმა მშობლებმა და მეუღლემ ფეხბურთელმა ნუკრი რევიშვილმა გაიარეს. თიკოს 18 წლის წინ, ქორწილიდან მეხუთე დღეს უბედურება დაატყდა თავს და ძმა დაეღუპა, რამდენიმე წლის წინ კი უბედური შემთხვევის შედეგად 9 წლის ქალიშვილი ტატიანა გარდაეცვალა. თიკომ ჟურნალ "სარკესთან" პატრიარქის შესახებაც ისაუბრა. - ბოლოს პატრიარქს ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ შევხვდი. ჩემი მეუღლე ნუკრი იმ დღეებში საერთოდ არ ჭამდა. პატრიარქს რომ შევხვდი ქვასავით ვიდექი. თან ამხელა ტკივილი მქონდა გულში, თან პატრიარქის მიმართ ამხელა რიდი. ნუკრის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. პატრიარქი მივიდა და ჩემი მეუღლე გულში ჩაიკრა. მერე დაგვარიგა, გვანუგეშა გვითხრა, რომ გარდაცვალებით არაფერი მთავრდება. მერე ნუკრისთვის თეფშით ხილი გამოაგზავნა და დააბარა აუცილებლად მიირთვასო. სამი დღის უჭმელობის შემდეგ ნუკრიმ პატრიარქის გამოგზავნილი ხილი შეჭამა.- თქვენს ოჯახში მანამდე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, როცა ძმა დაგეღუპათ...- ჩემი ძმა 22 წლის ასაკში ჩემი ქორწილიდან მეხუთე დღეს დაიღუპა. ადამიანები, რომლებიც ქორწილში იყვნენ და ერთად ვხალისობდით ჩვენს ბედნიერებას, ხუთი დღის შემდეგ კი ასეთ უბედურებაში შევიკრიბეთ. ჩემს ძმას კოსტა ერქვა, მერე ვაჟი რომ შემეძინა კონსტანტინე დავარქვით.- ეს ტრაგედია რომ მოხდა, უმცროსი შვილი, იულია გყავდათ თუ მერე შეგეძინათ? - მყავდა. მაშინ 6 თვის იყო. როდესაც ეს უბედურება მოხდა, ტატა ორ ბავშვს ეთამაშებოდა. ბედისწერის ამბავია. ტატამ მოჰკიდა ხელი, მათ არ მოჰკიდეს, მაგრამ ყველაფერი დაინახეს (თიკოს გოგონა ეზოში თამაშისას დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა). მათი ტირილი დღემდე ჩამრჩა რაღაცნაირად. ახლა ჩემი შვილების ტირილზე სულ ის ემოცია მახსენდება. ყოველთვის ისე გავრბივარ, როგორც მაშინ გავრბოდი. 

ბერა

1774893240

ნანუკა გუდავაძე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

ბერა ივანჯშვილის და ნანუკა გუდავაძის უმცროსი ვაჟი დადუ იუბილარია. ოჯახური ფოტოები ნანუკა გუდავაძემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სადაც შვილებთან და მეუღლესთან ერთად არის. "დადუ გახდა 3 წლის" - წერს გუდავაძე.            View this post on Instagram                      

ხატია სიჭინავა

1774554600

„ეს იყო პატრიარქის ბოლო საჩუქარი ჩემთვის...“ - ხატია სიჭინავა

ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ, ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ სასწაულის შესახებ წერს, რომელიც მის ცხოვრებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.„ეს კონკრეტული ამბავი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია და მინდა სხვებმაც მოისმინონ. ჩემი და პატრიარქის ურთიერთობა დაიწყო 2000 წელს, როდესაც მივედი სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც შემდეგ, ყოველ კვირას დავდიოდი. წინა რიგებში ვიდექი, რომ მისი წყალობა გადმოსულიყო ჩვენზე და დაველოცე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბოლო დროს მომხდარმა ამბებმა კიდევ უფრო მეტად მიმახვედრა, როგორ მიყვარდა და ამავე დროს მივხვდი, თავად როგორ ვუყვარდით პატრიარქს. როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მეორე დღეს დავავლე ხელი ჩემს შვილებს და გავიქეცი სამებაში. ავლაბრის მეტროდან სამი საათი ავდიოდით და შევედით ტაძარში. ეტყობა გაუაზრებელ ფონზე ვერ მოვიფიქრე რამე წამეღო, რომ იქიდან მადლი წამომეღო. როდესაც სახლში დავბრუნდი, ტელევიზორში ვნახე ჩემი მეგობარი კახა მიქიაშვილი და ვიფიქრე, რატომ არ წავიღე ჯვარი, რომ მიმეწოდებინა კახასთვის, დაედო პატრიარქის გულზე და მქონოდა მისი სასწაული ენერგეტიკა ჩემი შვილისთვის-მეთქი. კახას ტელეფონის ნომერი არ მქონდა, ინსტაგრამზე მივწერე, მეგობრებშიც კი არ მყავდა, მივწერე კახა თუ გაქვს შესაძლებლობა, შორიახლოს იქნებ პატარა ჯვარი მოიძიო, დაადო პატრიარქს გულზე და მიქაელი დამილოცოს-მეთქი, მეგონა არც ნახავდა მესიჯს და უცებ მომივიდა პასუხი, არ ვიცი აქედან გასვლას შევძლებ თუ არა და შენ თუ მოხვალ დაგეხმარებიო. ვუპასუხე, იმდენი ხალხია, შეიძლება ვერ მოვახერხო შემოსვლა-მეთქი. ვუყურებდი ტელეფონს და ვფიქრობდი, თუ ღირსად ჩამთვლის პატრიარქი თვითონ გამომიგზავნის ამ ჯვარს ჩემი შვილისთვის-მეთქი, მთელი გულით მინდოდა ის ჯვარი და რამდენიმე საათში მომივიდა კახას მესიჯი: ხატია როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს და პატრიარქს, ფეხებში რაღაც ვიგრძენი და ჯვარი დავინახე, პატრიარქმა გამოგიგზავნაო. ცრემლები წამომივიდა. პატარა ჯვარი ვითხოვე და მაინცდამაინც ის იპოვა. ეს იყო პატრიარქის ბოლო საჩუქარი ჩემთვის. კიდევ უფრო საოცრება იყო ჩემთვის, როდესაც მივედი სიონში, კახამ ზუსტად ისეთი ჯვარი გამომიტანა, როგორიც წარმოდგენილი მქონდა ჩემი შვილისთვის. ყველაზე მთავარი ის არის, იმ ქაოსში, ასეთი პატარა ჯვარი როგორ დაინახა. ზუსტად მჯერა, პატრიარქმა თავისი უდიდესი ენერგეტიკით გამომიგზავნა ის ჯვარი და ეს დააჩქარებს ეს ჩემს გზას გვირაბის ბოლოს“, - ამბობს ხატია სიჭინავა ვიდეოში. 

ქეთა თოფურია

1774465624

„ჩემო ხატია...“ - ქეთა თოფურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ქეთას სთორიდან ირკვევა, რომ მისი უახლოესი მეგობარი, ხატია ბიგანიშვილი დაიღუპა. ქეთას და ხატიას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. „მსუბუქი იყოს მიწა შენთვის, ჩემო ხატია“, - წერს ქეთა თოფურია. 

ნინო მუმლაძე

1774460352

„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს

მსახიობმა ნინო მუმლაძემ სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეო ჩაწერა, სადაც  განაცხადა, რომ მშობიარობის შემდეგ ძალიან უჭირს ფორმაში ჩადგომა. ნინომ ვიდეოში განაცხადა, რომ წონაში კლების მიზნით ქირურგიული ჩარევითაც დაინტერესდა, მაგრამ ერთ-ერთმა კლინიკამ ფინანსურ შეღავათზე უარი უთხრა.ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, გამოსავალი გამოჩნდა და ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ უამბო. - ბარიატრიის გაკეთება არ მინდა, რადგან სარეაბილიტაციოდ დიდი დრო სჭირდება და ამის არც დრო მაქვს და არც საშუალება, რადგან რომ დავჯდე არ ვიმუშაო ჩემს შვილს ვინ აჭმევს. ჩემი ჭარბი წონა არ არის ზედმეტი კვებით გამოწვეული, ეს გამოიწვია არასწორმა კვებამ. თან მაქვს მაღალი კორტიზოლი და მაღალი გლუკოზა.კორტიზოლი სტრესის ჰორმონია, გაიძულებს ცუდი რაღაცების ჭამას, ცხიმის სახით მარაგს იკეთებს ორგანიზმში, გლუკოზა ამას აკავებს და ხდება კატასტროფული მატება. სამწუხაროდ აღმომაჩნდა იმ პრეპარატის მიუღებლობა, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებს. გავიგე, რომ არსებობს ოპერაცია, რომელიც კეთდება კონკრეტულ კლინიკაში, მაგრამ ბარიატრიულ ოპერაციაზე ბევრად მარტივია და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ ხდება წონის სწრაფი კლება, რაც შემდგომ კანის მოშვებას იწვევს.ვესაუბრე კლინიკის წარმომადგენელს, რომ მათთან ენდოსკოპიური ბარიატრია ბარტერით გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსურ შეღავათზეც უარი მივიღე. ეს ოპერაცია 17 000 ლარი ჯდებოდა, თან არცერთი დაზღვევა არ ანაზღაურებდა.ამ თემაზე რომ ჩავწერე ვიდეო, ცოტა ხანში გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე, დამირეკა კლინიკა „ვივა მედის“ წარმომადგენელმა, მითხრა: მე ვარ კლინიკის პიარი. ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ნახა თქვენი ვიდეო და გვითხრა, დაურეკეთ ამ გოგოს და გაუკეთეთ რაც სჭირდებაო. ქირურგსაც ვესაუბრე და უკვე დამიბარა კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ ამ ზარმა როგორ გამახარა, აუცილებლად გადავუხდი პირადად დიდ მადლობას ნინო ნადირაძეს. 

კესო ბერუაშვილი

1774042457

„დედა საპატრიარქიში რომ არ მისულიყო ყველანი ქუჩაში აღმოვჩნდებოდით და არ ვიცი რა ბედი გვეწეოდა“ - კესო ბერუაშვილი

მოდელი კესო ბერუაშვილი ფართო საზოაგდოებამ პროექტიდან "პრაიმ ჰაუსი" გაიცნო, მიმზიდველი და ხმაურიანი მანდილოსანის უკან აღმოჩნდა, რომ რთული ბავშვობა დგას. საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ კესომ პირად გვერდზე უწმინდესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. "პრაიმ ტაიმი" ფოტომოდელს ესაუბრა. - ძალიან მეტკინა გული პატრიარქის გარდაცვალების გამო, რომელსაც ჩემზე და ჩემს და-ძმაზე უდიდესი ამაგი აქვს. როდესაც პატარები ვიყავით, მამას ახალი ცოლის მოყვანა უნდოდა და დედაჩემი შვილებთან ერთად გამოაგდო ბებიაჩემმა სახლიდან. 90-იან წლებში უდიდესი გაჭირვება იყო ქვეყანაში და საპატრიარქო ჩვენს გარდა უამრავ ბავშვზე ზრუნავდა. მოგვცეს თავშესაფარი, დედას მენტალური პრობლემები ჰქონდა, სათანადოდ ვერ გვივლიდა. ამ ყველაფერს თვალს ადევნება საპატრიარქო და ვინაიდან დედა ფიზიკურადაც ვეღარ გვივლიდა სხვა ოჯახში გაგვაშვილეს. 18 წლამდე სწორედ იმ ოჯახში ვიზრდებოდით, სიღარიბე რა იყო ისე გავიზარდე არ მინახავს. საპატრიარქო დედაზეც ზრუნავდა და ჩვენც არაფერს გვაკლებდა ახალ ოჯახში, შუქის წასვლა რა იყო ისიც კი არ ვიცოდით. გვქონდა გენერატორი, კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი და ყველაფერი. სიღარიბე რა არის მაშინ გავიგე, როდესაც 18 წლის გავხდი და ბებიაჩემის სახლში გადავედით. საპატრიარქო მანამდე ზრუნავდა ჩემზე სანამ პირველი სამსახური არ ვიშოვე. დედა საპატრიარქიში რომ არ მისულიყო ყველანი ქუჩაში აღმოვჩნდებოდით და არ ვიცი რა ბედი გვეწეოდა. - პატრიარქთან ერთად გადაღებული ფოტო სად არის გადაღებული?- ის ფოტო საპატრიარქოში ილია მეორეს დაბადების დღეზე არის გადაღებული. ჩვენ ყოველ წელიწადს მივდიოდით მის დაბადებია დღეზე. სადაც ჩვენთან ერთად ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წითელი თმები მქონდა და პატრიარქი ყოველთვის გამომარჩევდა სხვა ბავშვებისგან. ქრისტინეთი მომმართავდა. საჩუქრების ფული ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ ჩემი აღმზრდელი ოჯახი მეუბნებოდა პატრიარქს ლექსი დავუწეროთო და ვწერდი ლექსებს, ვჩუქნიდი და ის ამას ინახავდა. ნახევარი საქართველოს ბავშვები სწორედ პატრიარქმა გადაარჩინა, მათგან ბევრი არის დღეს ცნობილი, თუმცა ვერ დავასახელებ. 

მამა შალვა

1774024479

„გამაფრთხილეს, პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო“ - მამა შალვამ უცნობი ამბავი გაამხილა

 მამა შალვა კეკელიამ გადაცემაში “იმედი Live”, პატრიარქის და მისი ურთიერთობიდან აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა.”როცა პატრიარქთან მიწევდა მორიგეობა დედებმა გამაფრთხილეს,  პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო. არ გაბედო, ეგეთი რამე არ გააკეთო, რადგან დიაბეტი აქვს და ნაყინი არ შეიძლებაო. მართლაც დედები როცა გამოვიდნენ კელიიდან და ყველამ დაიძინა. ნახევარ საათში გამოვიდა უწმინდესი და მითხრა, ნაყინი მიყიდეო. გამოვედი წრე დავარტყი ეზოს, ვიფიქრე ალბათ პატრიარქმა უკვე დაიძინათქო და ავედი. დამხვდა და უყურებდა ტელევიზორს. მოვატყუე უწმინდესი, არ იშოვებოდა ნაყინი-მეთქი. როგორია პატრიარქის მოტყუება? შინაგანად დამენგრა ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი მისთვის არ უნდა მიმეტანა ნაყინი. მთელი ღამე ვერ დავიძინე, დედა ღვთისმშობელს პატიებას ვთხოვდი.  რამდენიმე დღის შემდეგ რიცა ისევ მომიწია მორიგეობა, ვუთხარი მაპატიეთ, იმ დღეს არც კი წავსულვარ ნაყინზეთქო. საღამოს გამოვიდა, 50 ლარიანი მომცა და მითხრა ამის ნაყინი მიყიდეო, მაშინ 50 თეთრი ღირდა ნაყინი და ასი ნაყინის ფული იყო. დიღომში იყიდებოდა ძვირიანი ნაყინები და პატრიარქისთვის ბევრი ნაყინი რომ არ მომეტანა დიღომში წავედი. როცა მოვიტანე, სწრაფად დავიწყე ბევრი ნაყინის ჭამა, პატრიარქს ცოტა რომ შეხვედროდა, თვითონ მხოლოდ ნახევარი ნაყინი ჭამა და დანარჩენი მაცივარში დავმალეთ. მეორე დილით როცა გაუზომეს შაქარი და მომატებული ჰქონდა, დაიწყეს ექიმებთან რეკვა და იმის გარკვევა, საიდან აეწია შაქარი, პატრიარქი მეუბნებოდა არ თქვა ნაყინი რომ ვჭამეო და როცა უკვე გადაფრენაზე დაიწყეს ფიქრი, დედაოებს ვუთხარი, მე ვაჭამე ნაყინი-მეთქი და იმის მერწ გამომიშვეს საპატრიარქოდან” - გაიხსენა მამა შალვა კეკელიამ.

მარიკა და ნუცა

1773902854

„ფაქტობრივად განწირული ვიყავი...“ - რას იხსენებენ ცნობილი სახეები პატრიარქის შესახებ

საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალებას მთელი საქართველო ეხმაურება და მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ილია მეორეს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი არაერთმა მათგანმა გამოაქვეყნა და უწმინდესთან და უნეტარესთან შეხვედრა გაიხსენეს. მომღერალი ოთო ნემსაძე წერს, რომ ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს საპატრიარქოში დაიბარა და დალოცა. "20 წლის ვიყავი ჯეოსტარში შემთხვევით რომ მოვხვდი, ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი.ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან შორს წავიდოდი, ნახევარფინალი ისე მოვიდა გააზრებაც ვერ მოვასწარიზუსტად მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო ტური იყო (სამღერი მქონდა იუდას არია) დამეწყო მაღალი სიცხეებით ანგინა, ფაქტიურად განწირული ვიყავი რომ პროექტს დავტოვებდი.თუ ზუსტად მახსოვს პარასკევს მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა. გულწრფელად გამიკვირდა და ვერ ვხვდებოდი მე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი.დიდი ხანი რომ არ გამიგრძელდეს სიონში ვნახე ჩვენი პატრიარქი და შეხვედრის ბოლოს მეუბნება“ჯეოსტარს რომ მოიგებ მერე რა უნდა გააკეთოო”დაბნეულმა ვუთხარი, რომ კარგად მოვიქცევითქო. მასაც და ყველას საკურთხეველში გაეღიმათ…არასდროს არ მიგრძვნია მსგავსი არაფერი ჩემს ცხოვრებაში, ვერც ის გავიგე ჩემი სიცხე და წითელი ყელი სად გაქრა…..ამის შემდეგ სულ მგონია რომ დიდი მფარველობა მაქვს …..ყველაფერს უყურებდა და ყველაფერი იცოდა  მადლობა ჩემო პატრიარქო  "- წერს ოთო ნემსაძე. პატრიარქს არაერთხელ შეხვდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე. "დღეს ძალიან მძიმე დღეა, საქართველომ უდიდესი ადამიანი დაკარგა. ჩვენი უდიდესი პატრიარქი სითბო, ძალა და რწმენა იყო ყველასთვის. მისი ლოცვა ბევრისთვის იყო იმედი და გზა. 17 წლიდან ყველა კონკურსზე სადაც მივდიოდი, ყოველთვის მაკურთხებდა, ეს ჩემთვის უდიდესი ძალა და სულიერი მხარდაჭერა იყო" - წერს ნუცა ბუზალაძე. "როგორი ბედნიერი ვიყავი ამ დღეს… სულ მინდოდა, რომ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს შევხვედრილიყავი და, როცა შევხვდი, მისი თბილი ხელი თავზე დამადო და მისი სიკეთით სავსე ხმით დამლოცა ეს არასდროს დამავიწყდება.იმ დღიდან, როგორ გითხრათ, ცხოვრება ახლიდან დავიწყე ყველა შეცდომას ვუკვირდებოდი და ვცდილობდი გამომესწორებინა. ვერასდროს წარმომედგინა, ეს დღე თუ დადგებოდა…მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ამ უდიდეს ქვეყნის ტკივილს. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს…დღეს რომ გავიღვიძე, თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც უდიდესი ნაწილი მოაკლდა. ალბათ ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი…უმძიმესი და უდიდესი ტკივილით სავსე დღე გაგვითენდა მართლმადიდებელ ქართველებს. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით… ჩვენი ქვეყნის უდიდესი ეპოქა 17.03.2026 წელს დასრულდა.უწმინდესო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ… " - წერს ნიკოლოზ ხარატი. 9 წლის ასაკში დალოცა პატრიარქმა მომღერალი მარიკა თხელიძე და კადრები დღემდე შემონახული აქვს. "9 წლის ვიყავი როდესაც ლილიკო ნემსაძის სააღდგომო სიმღერა ჩავწერე ანსამბლ "ქართულ ხმებთან" ერთად. კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. პატრიარქმა მოისმინა. შემდეგ უდიდესი პატივი მხვდა წილად და მას შევხვდი. შობის ხატი მაჩუქა და დამლოცა. ხატს იმ წამსვე ვემთხვიე და როგორი სიხარულით მიყურებს ფოტოზეც ჩანს. სიკეთით და სიყვარულით სავსე უწმინდესი. გულში სითბო და სიყვარული მეღვრება, გული მიჩუყდება ფოტოს რომ ვუყურებ, მახსენდება მასთან შეხვედრა, დიდება და მადლობა უფალს, მადლობა ჩვენს პატრიარქს" - წერს მარიკა თხელიძე. 

ნინი ქარსელაძე

1773857175

„ხათუნა რომ ავად გახდა, პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა...“ - ნინი ქარსელაძის ემოციური პოსტი

მომღერალი ნინი ქარსელაძე პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „წილად მხვდა ბედნიერება, 5 წლის ასაკიდან, ვყოფილიყავი მის სიახლოვეში.🤍 მასთან გატარებული ყველა წუთი, ჩემთვის ერთი დიდი დღესასწაული იყო! ხათუნა, რომ ავად გახდა… თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო, ცა ჩამომექცა და ფეხებში მიწა გამომეცალა… მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა. გვქონდა პატივი თითქმის ყოველდღე, მივსულიყავით ჩვენს უწმინდესთან დასალოცად, მისგან ნუგეშის მისაღებად. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმედი ცოცხლობდა და იქ შესვლისთანავე ვიცოდი - მთებს გადავდგამდი, ყველა ომს მოვიგებდი! პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა, „უფალი მოწყალეა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო!“ თან იქვე, მისი ჩვეული, ჩუმი, დინჯი ტონით სწრაფადვე დაამატა კალენდულას ჩაი დაალევინე, იგივე გულყვითელაო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან გავიზარდე, ეს დღე დაუვიწყარი იყო. გამოვედით და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ძალიან რთული ომი, რომელსაც ვიწყდებით უკვე მოგებული გვქონდა! ეს პატარა ისტორია ჩემთვის მთელი სიცოცხლე და ცხოვრებაა!ჩვენო უწმინდესო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, გვერდში დგომისთვის და ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომისთვის! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და მსოფლიოს მართმადიდებლურ სამყაროს, ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი ერის მამის გარდაცვალებას! გვიყვარხართ, მოგვენატრებით და უთქვენოთ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრების გაგრძელება!დასრულდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ეპოქა!“, -წერს ქარსელაძე.           View this post on Instagram                       A post shared by Nini Karseladze (@ninikarseladze)

გოგა მანია

1773437458

გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ „პრაიმ ტაიმს“ მორიგი ხილვა გაანდო. ის ხალხს ურჩევს მთებზე და კურორტებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ. გოგა მანიას თქმით, მარტი, გაზაფხულის დასაწყისი განსაკუთრებით საფრთხილო პერიოდი იქნება. „მარტი და ზოგადად გაზაფხული ძალიან საფრთხილოა. იქნება აფეთქებები და ნგრევები, ოღონდ ეს არ იქნება საქართველოში. ასევე, მოხდება ვულკანური ამოფრქვევები. რაც შეეხება საქართველოს, ცოტა მოიმატებს მიწისძვრები. ხალხს ვურჩევ მოერიდოს მაღალმთიან ადგილებს, გაზაფხული ზაფხულის გასაყარ პერიოდში. იქნება ფრინველის ახალი ვირუსი, მოერიდეთ ასევე ცხოველებს. შესაძლოა, ჭირმა იფეთქოს. ასეთი ხილვა მქონდა. ჩემი თითოეული ხილვა მტკივნეულია ჩემთვის, იმიტომ რომ მარტო ვცხოვრობ და ხილვა ხდება ღამე. ჩემი წინასწარმეტყველებების 8 პროცენტი მაქვს გამხელილი. ასევე, იქნება აფეთქებები მაღაროებში, რომელიც მთელ საქართველოს შეძრავს - რომ არ ველოდებით იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა გოგა მანიამ. 

ხატია და რამაზი

1773259586

"წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა..." - რამაზ ნოზაძე

რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას ოჯახმა ცოტა ხნის წინ დიდი დანაკლისი განიცადა. რამაზის მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ, სპორტსმენმა "პრაიმ ტაიმს" უამბო.- ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი ადამიანი, მამა გამომეცალა ხელიდან. მან მაზიარა დიდ სპორტს, რომლითაც ჩემს ერს ვუყვარვარ. სულ ვცდილობ არ დავაზიანო ჩემი ოჯახი და ჩემი საქართველო. მე და მამას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამ დანაკარგს რაღაცნაირად ვუმკლავდებით. - რითი გარდაიცვალა მამა, ავადმყოფობდა?- არაფერი არ სჭირდა, არ უჩიოდა ჯანმრთელობას. ფილტვის ანევრიზმით გარდაიცვალა, იმ მომენტში დედასთან ერთად იყო, წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა. დედა ძალიან ძლიერი ადამიანია, ჩვენც მის გვერდით ვართ და ვცდილობთ ეს ტკივილი ღირსეულად გადავიტანოთ. 

ლანა მეტრეველი

1773255081

"ჩემი ქმარი 4 წლით პატარაა, არ მიყვარს დიდი კაცები, ენერგიას სწოვენ ქალებს" - ლანა მეტრეველი

ლანა მეტრეველი ცნობილი ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც ტიკტოკზე 67400 და ინსტაგრამზე 36000 გამომწერი ჰყავს. მისი სოციალური ქსელის მეშვეობით ლანა უცნობი ადამიანების აზრს აცნობს საზოგადოებას ამა თუ იმ არაპოლიტიკურ აქტუალურ თემებზე, თავადაც პირდაპირი ადამიანია და ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. ლანა წარმოშობით ფოთიდან არის, მაგრამ ვინაიდან მშობლები სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ და მეუღლეც უცხოელი ჰყავს ხშირად უწევს საცხოვრებლის შეცვლა.საკუთარი ისტორია, მან "პრაიმ ტაიმის" მკითხველს გაანდო. - ლანა, თქვენს შესახებ გვიამბეთ?- ხუთი წელია გათხოვილი ვარ, ჩემი ქმარი ჩემზე 4 წლით პატარაა, არ მიყვარს დიდი კაცები, იმიტომ რომ ენერგიას წოვენ ქალებს. მყავს შვილი 10 წლის გიორგი. სხვადასხვა ქალაქებში მიწევს ცხოვრება და ეს მახალისებს, რადგან ერთ ადგილზე გაჩერება ისედაც არ მიყვარს. მე სახლში ქვაბებთან ვერ დავჯდები, საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგება კი ვიცი, მაგრამ მაგაზე ენერგიის დახარჯვა არ მიყვარს, ამიტომ დიასახლისი მოდის და გვეხმარება. ასეთი პატარაა სიცოცხლე და ამაში რატო უნდა დავხარჯო ენერგია?ორსულად როცა ვიყავი სრულიად მარტო დავრჩი, რადგან ადამიანს რომელიც ჩემი შვილის მამაა ორსულობის დროს დავშორდი. სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ შვილი არ უნდოდა და როცა ეს მითხრა, იმ დღის შემდეგ დავშორდი. ასევე, გავიგე მღალატობდა სამ ქალთან. - როგორ გაიგე ღალატის შესახებ?ერთმა ქალმა დამირეკა, შემხვდა და მითხრა მას მე ვხვდებიო, სამსახურშიც ჰყოლია ვიღაც და ყოფილ ცოლთანაც ჰქონდა თურმე პერიოდულად ურთიერთობა.  ხელის გულზე მატარებდა და ვერასდროს დავუშვებდი თუ მღალატობდა, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ყველაფერი. დაშორების მერე მეგობრებმაც მითხრეს არ გვინდოდა შენთვის თქმაო. უნდა მივაქციოთ ყურადღება მამაკაცს რა ურთიერთობები ჰქონდა ყოფილთან. როგორ ეხმარება შვილებს, დედას. ახლა ვინც არის ჩემი ქმარი ის ძალიან ყურადღებიანი დედის მიმართ. - პროფესიით ვინ ხართ?- იურისტი ვარ, აკადემიის დასრულების შემდეგ პოლიციაში ვმუშაობდი, მაგრამ არ არის ჩემი. ჩემი კონტენტი მიყვარს. ახლა მე თვითონაც დავიწყე საუბარი, ხალხი მაინც ყურადღებას აქცევს კომენტარებს და თავს იკავებენ, მე კი ამის პრობლემა არ მაქვს.