„უოლ სთრით ჯორნალი“ - ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში დღეში მხოლოდ 10 გემს გაატარებს

ჰორმუზის სრუტე

ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში დღეში მხოლოდ 10 გემს გაატარებს.

როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ამის შესახებ ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებებში ჩართულ შუამავლებს აცნობა.

გამოცემის ცნობით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააფრთხილეს ის გემები, რომლებიც ამ რაიონში გადაადგილებას ელოდებიან, რომ სრუტეს გაივლიან მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიღებენ თეირანიდან შესაბამის ნებართვას.

„რომელიმე გემი თუ ნებართვის გარეშე შეეცდება სრუტის გავლას, განადგურდება“, – განაცხადეს ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა.

ამჟამად ჰორმუზის სრუტეში გავლას 400-ზე მეტი ტანკერი ელოდება. მანამდე, „ფეინენშალ თაიმსი“ წერდა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების სანაცვლოდ გემებისგან, რომლებიც ნავთობს გადაიტანენ, მოითხოვს თანხას – თითო ბარელ ნავთობზე ერთი დოლარი. გემებს გადახდას სთავაზობენ კრიპტოვალუტით.