1766050229
მძიმე ავარია სამეგრელოში - დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა.
საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.










