მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

avaria

მარნეულში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს შუადღისას მოხდა.

ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები და სამართალდამცველები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.