საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები, დღეს, დმანისიდან 13 კმ–ში, სოფელ მამიშლარში დაფიქსირდა. 

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.