ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა.
გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან:
„საოცრად გულისხმიერი ნარგიზა დეიდა, ცნობილი დასტაქარი, უფალს ებარებოდეს“.
„გული მომიკვდა, ძალიან მეწყინა. ჩემი ნარგო.
ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი, უკეთილშობილესი ადამიანი, სამაგალითო დედა.
დასანანია. კარგი ადამიანი, კეთილშობილი, უშუალო, თავისი საქმის პროფესიონალი. უფალს ებარებოდეს მისი სული“,- წერენ ახლობლები.
ნარგიზა ვეკუა მრავალი წელი ზუგდიდის სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა.